ივლისის თვეში, ჩინეთში, ექსპორტი საგრძნობლად არის მომატებული; პანდემიის შემდეგ, მსგავსი ზრდა ეკონომიკისთვის ძალიან კარგი შედეგის მომტანი იქნება.
CNBC -ს სტატიაში ნახსენებია, რომ ჩინეთში ივლისის თვეში, საექსპორტო ტვირთი 18% -ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ზრდა არის ყველაზე მაღალი 2022 წლის მონაცემებით.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ექსპორტი შემცირდებოდა მსოფლიოში მოხმარების მაჩვენებლის კლებასთან ერთად.
ჩატარებული კვლევების მიხედვით, ივლისში, მსოფლიოში პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდა;ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის კრიზისის შემდეგ, ამავე თვეში მწარმოებლურობის ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჩინეთის ეროვნულ საპორტო ასოციაციაში განმარტავენ, რომ ივლისში, ჩინეთის რვა ყველაზე მსხვილ პორტში უცხოური კონტეინერების გამტარუნარიანობა 14.5% -ით გაიზარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა თვეში, ზემოხსენებული ზრდა მხოლოდ 8.4% -ს შეადგენდა.
მეორეს მხრივ, ჩინეთში იმპორტზე ზრდა მოსალოდნელზე (3.7%) ნაკლები დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით ჩინეთში იმპორტი მხოლოდ 2.3% -ით არის გაზრდილი.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განახლებასთან ერთად, ჩინეთში იმპორტი, წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანალიტიკოსები ჩინეთში სავაჭრო ბალანსის სალდოს 90 მილიარდ აშშ დოლარს წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რეალურად, რეკორდული რაოდენობის სავაჭრო სალდო დაფიქსირდა, რომელმაც 101.26 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
წყარო: cnbc.com