ჩინეთის მოსახლეობა 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, შობადობის ეროვნულმა კოეფიციენტმა რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა businessinsider ავრცელებს, გამოცემის ცნობით 2022 წელს 6,77 დაიბადა, მათგან 1 000 მდედრობით სქესის იყო.
2022 წელს, 2021 წლის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობა 850 000 - ით შემცირდა
გასულ წელს პირველად გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებს გადააჭარბა და ჩინეთში 1976 წლის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1 000 ადამიანზე 7,37 სიკვდილი დაფიქსირდა.
ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა წლების განმავლობაში „ერთი ბავშვის“ პოლიტიკით კონტროლდებოდა, რომელიც 1979 წელს მოსახლეობის ზრდის შენელების მიზნით დაინერგა.
ეს პოლიტიკა 2016 წელს გაუქმდა და დაქორწინებულ წყვილებს ორი შვილის ყოლის უფლება მიეცათ.