2023 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთის მთლიანი არაფინანსური პირდაპირი ინვესტიციები საზღვარგარეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35,7%-ით გაიზარდა და 136,04 მილიარდი იუანი შეადგინა, განაცხადა ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ.
დოლარის თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი 26,5%-ით გაიზარდა და 19,96 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მათ შორის ინვესტიციები საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 17,2%-ით - $4,09 მლრდ-მდე გაიზარდა, კომერციული მომსახურებისა და ლიზინგის სფეროში - 22,3%-ით, $4,72 მლრდ-მდე.