ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება საკონტეინერო გადაზიდვები ევროპაში რუსეთის გავლით ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩინეთი ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება.
რუსეთ-უკრაინის 5 თვიანი ომის ფონზე, ექსპედიტორები, რომლებსაც ჩინური ტვირთები გადააქვთ, სამხრეთისკენ იყურებიან, რათა რკინიგზით შუა აზიის, კავკასიის და თურქეთის გავლით, ტვირთები ევროპაში გადაზიდონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მარშრუტზე ლოგისტიკური პრობლემები არსებობს.
„რათა ამ ვითარებაში გადარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში ჩინეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს“, - ამის შესახებ რუმინეთის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ბრინზამ განაცხადა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს სწავლობს.
მისი თქმით, ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის სახელითაა ცნობილი.
ამ მარშრუტის გამო ჩინეთის ინფრასტრუქტურაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მილიონობით ინვესტიცია განხორციელდა, მაგრამ პროექტი ვერ განვითარდა მიწოდების უფრო მცირე წილის, ღირებულებისა და პროგნოზირებადობის საკითხების გამო. შედეგად, აქტუალური გახდა რუსული მარშრუტი. ამ გზით, საქონელს პირდაპირ ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვებით, შემდეგ კი პორტებით ხვდებოდა ან ბელორუსის გავლით ხდებოდა მიწოდება. შედეგად ეს გზა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, მთავარი სახმელეთო სავაჭრო მარშრუტი გახდა.
2021 წლის მონაცემებით, ამ მარშრუტით დასავლეთისკენ ტვირთების ტრაფიკის 68 % და ევროპაში აღმოსავლეთით გადაზიდული ტვირთების 82% მოდის. მაგრამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.
europetime.eu