ჩინეთის საფონდო ბირჟებმა დღიური ვარდნის 14 წლიანი რეკორდი მოხსნეს

ჩინეთის საფონდო ბირჟებმა დღიური ვარდნის 14 წლიანი რეკორდი მოხსნეს

access_time2022-03-14 20:30:07

ჩინეთის საფონდო ბირჟების ინდექსი 14 მარტს 7-12 პროცენტით დაეცა, რაც 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დღიური ვარდნაა. ინვესტორები შიშობენ, რომ რუსეთთან არსებულმა ურთიერთობებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჩინეთზეც იქონიოს. ინფორმაციას ამის შესახებ RB.RU ავრცელებს. 

 

Hang Seng Tech-ის ინდექსი სადაც ჩინეთის 30 TOP ტექნოლოგიური კომპანია იყრის თავს 11%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის მთლიანად 12%-ით. Hang Seng China Enterprises 7.7%-ით და Golden Dragon 6.2%-ით.

 

Bloomberg-ის ექსპერტების შეფასებით ინდექსების ვარდნა ინვესტორების ქცევას უკავშირდება, რომლებიც შიშობენ, რომ სანქციები შესაძლოა ჩინეთზეც გავრცელდეს. მათი სიფრთხილე უსაფუძვლო არ არის, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ჯინა რაიმონდიმ The New York Time-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ჩინურ კომპნაიებთან თანამშრომლობა შეწყვიტონ.


 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა თავის რუს კოლეგას ინტერვენციის 21 თებერვლამდე გადადება სთხოვა, რადგან 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა, რის გამოც სი ძინ პინს სურდა, რომ მსოფლიო ყურადღების ცენტრში პეკინი დარჩენილიყო.

 

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა, 24 თებერვალს კი მთელს უკრაინას დაესხა თავს. ჩინეთმა ფრთხილი პოზიციების დაჭერა ამჯობინა და ოფიციალური ლექსიკონიდან სიტყვა „შეჭრა“ ამოიღო, გაეროს საგანგებო სხდომაზე კი რუსეთის აგრესიის შეფასებისგან თავი შეიკავა არც დაუგმია და არც გაუმართლებია. იგივე ჩინეთი ოფიციალურად სანქციებს არ შეერთებია, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვა მაინც შემაცირა. 13 მარტს გავრცელდა, ცნობა, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა პეკის სამხედრო დახმარება სთხოვა, 14 მარტს აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო.


ჩინეთი პლანეტის #2 ეკონომიკაა, (10-ჯერ დიდი ვიდრე რუსეთი) და სავარაუდოდ 2030 წლისთვის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up