ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. ვანგი მოსკოვს რვადღიანი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა.
პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გუშინ, 20 თებერვალს აღნიშნა, რომ ვანგის პუტინთან შეხვედრა გამორიცხული არ არის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჩინეთსა და რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, განაგრძონ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და განიხილონ საერთო ინტერესები საერთაშორისო და რეგიონულ ცხელ წერტილებთან დაკავშირებით.