2023 წლის იანვარში ჩინეთის სავალუტო რეზერვები, დეკემბრის 3,128 ტრლნ დოლარიდან, მსოფლიოში ყველაზე მეტად - 3,184 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა. ამას სახელმწიფო სავალუტო ადმინისტრაციის (SAFE) მონაცემები ადასტურებს.
ჩინეთის სავალუტო რეზერვები ზედიზედ მეოთხე თვეა იზრდება და ახლა, 2022 წლის მარტის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
Trading Economics-ის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ რეზერვები გასულ თვეში საშუალოდ 3,152 ტრლნ დოლარამდე გაიზრდებოდა.
იანვარში იუანი აშშ-ს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2,2%-ით გაიზარდა. ჩინეთის ოქროს მარაგი გასული თვის ბოლოს 65,12 მლნ უნციას შეადგენდა. ღირებულების თვალსაზრისით ის 117,24 მლრდ დოლარიდან 125,28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.