ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ტიანჯინში დაფუძნებული CanSino Biologics Inc.-ის მიერ დამზადებული Covid-19-ის უნემსო ვაქცინის, ცხვირის წვეთების ვერსია დაამტკიცა, რამაც ჰონგ-კონგში კომპანიის აქციები 14,5% -მდე გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კვირას ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა CanSino-ს Ad5-nCoV გადაუდებელი გამოყენებისთვის, როგორც გამაძლიერებელი ბუსტერ დოზა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ცხვირის წვეთების ვერსიას შეუძლია უჯრედული იმუნიტეტის სტიმულირება და ლორწოვანის იმუნიტეტის გამოწვევა და ვირუსისგან დაცვის ინექციის გარეშე გაზრდა.
ეს არის CanSino-ს ერთდოზიანი ვაქცინის ახალი ვერსია, რომელმაც მსოფლიოში პირველად 2020 წელის მარტში ტესტირება ადამიანზე გაიარა და იგი 2021 წლის თებერვალში, ანუ მისი გამოშვების შემდეგ ჩინეთში, მექსიკაში, პაკისტანში მალაიზიასა და უნგრეთში გამოიყენებოდა.
კომპანიები ცდილობენ შექმნან ვაქცინების ვერსიები, რომელთა მიღებაც ცხვირში შესხურებით იქნება შესაძლებელი და ისინი სასუნთქი გზების მეშვეობით ანტისხეულების სტიმულირებას და კორონავირუსისგან დაცვას შეძლებენ. აღნიშნულ ვაქცინები ნემს არ საჭიროებენ და მსურველებს მისი მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ. რაც ასევე ზრდის იმ ადამიანების მიმართვიანობასაც, რომლებიც ნემსებს ერიდებიან, ასევე პოტენციურად ამცირებს ჯანდაცვის რესურსებზე ზეწოლას.
როგორც აღმოჩნდა CanSino-ს თავდაპირველი ერთჯერადი ვაქცინა 66%-ით ეფექტურია სიმპტომური Covid-19-ის წინააღმდეგ, მძიმე დაავადების წინააღმდეგ კი - 91%-ით, თუმცა ის ჩამორჩება Sinovac Biotech Ltd.-ისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sinopharm Group Co.-ის ვაქცინებს, რომლებიც ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამოიყენება. ამ ორი კომპანიის 770 მილიონი დოზის უდიდესი ნაწილი ჩინეთმა დანარჩენ მსოფლიოს გაუგზავნა.