უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში რუსეთმა ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის ენერგიის მიყიდვით 24 მლრდ დოლარი იშოვა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ირკვევა, რომ ჩინეთმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე, მაისის ბოლომდე სამი თვის განმავლობაში, 18,9 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან გაორმაგებული მაჩვენებელია.
ინდოეთმა იმავე პერიოდში 5,1 მლრდ დოლარი გადაიხადა, რაც ხუთჯერ აღემატება ერთი წლის წინ რუსეთიდან შეძენილ ენერგიას.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ენერგომატარებლების ფასის მკვეთრი ზრდა და ინფლაციის სტიმულირება გამოიწვია.
Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და ნახშირის შესყიდვების მნიშვნელოვანი ზრდის გარდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის 3 პარტიის იმპორტიც განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 პარტია თხევადი აირის იმპორტი ჰქონდა განხორციელებული.