ჩინეთმა ევროპასთან წელს ტვირთბრუნვა 13%-ით გაზარდა - რა შესაძლებლობაა ეს საქართველოსთვის

ჩინეთმა ევროპასთან წელს ტვირთბრუნვა 13%-ით გაზარდა - რა შესაძლებლობაა ეს საქართველოსთვის

access_time2021-12-26 21:00:21

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, ჩინეთის პირდაპირი არასაფინანსო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 12.7 %-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო უცხოურ პროექტებში ჩინური კომპანიების ბრუნვა - 2.6 %-ით. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის მოცულობა „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან 9.3 %-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით.

წლის დასაწყისიდან სამატარებლო რეისების რაოდენობა მარშრუტზე „ჩინეთი - ევროპა“ განუხრელად იზრდება. 2021 წლის 11 თვის განმავლობაში (იანვარი-ნოემბერი) შესრულდა 13817 რეისი, გადაიზიდა 1.332 მილიონი TEU, ანუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ შეადგინა 23 % და 30 %, შესაბამისად.

მონაცემები შთამბეჭდავია, თუმცა, რა სარგებელი მიიღო აქედან საქართველომ, როგორც სარტყლის და გზის წევრმა ქვეყანამ, ანუ ტვირთის ზემოაღნიშნული რაოდენობიდან რამდენი გაატარა  ჩვენმა რკინიგზამ, ეს უცნობია, რადგან ამის შესახებ ზუსტ ცნობას საქართველოს რკინიგზა არ აწვდის საზოგადოებას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აქედან საქართველოს სარგებელი მინიმალურია.

როგორც "კომერსანტს"   "პროფესიონალ რკინიგზალთა კლუბის"  პრეზიდენტი, დავით გოჩავა, უხსნის, ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი გზა“ მთავარი პოლიტიკური მიზანია ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებში ბაზრის შექმნაში განუზომელი ეფექტების მიღწევა ვაჭრობის, ინვესტიციების და წარმოების გაფართოების ხარჯზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას. მისივე განმარტებით, უფრო ძლიერი რეგიონალური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს ცალკეულ ქვეყნებს ჩინეთსა და ევროპას შორის განფენილ ეკონომიკურ ზონაში. ეს ეხება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც, რადგან ინიციატივა ხელს შეუწყობს ჩვენი სუსტად განვითარებული ეკონომიკის ჩაწერას ჩინეთის და ევროპის კავშირის მაკრო-რეგიონალურ სტრატეგიებში.

"საქართველოსთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს ე.წ. „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო დერეფნიდან ეკონომიკურ დერეფნად გარდაქმნაში ეფექტური როლის შესრულება. თუ ჩვენ შევძლებთ წარმოების პროცესის მოდერნიზაციას, „შუა დერეფნის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან შესაფერისი საექსპორტო ნიშის პოვნას, სავაჭრო ხარჯების შემცირებას, მაშინ ეს პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო მსგავს მონაცემებს ავრცელებს იმ მიზნით, რომ უჩვენოს ინიციატივის „სარტყელი და გზა“ ეფექტიანობა, რომ ის ხელს უწყობს ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებში წარმოების, შესაბამისად, ვაჭრობის მოცულობის ზრდას, რისთვისაც ზრდის ინვესტიციების მოცულობას ამ ქვეყნებში და ახდენს სარკინიგზო გადაზიდვების სუბსიდირებას. ჩვენ კი, თავის მხრივ, უნდა გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა „შუა დერეფნის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, ჩინეთში, რათა კონტეინერები ცარიელ მდგომარეობაში არ დავაბრუნოთ უკან, ჩინეთში," - განუცხადა "კომერსანტს" დავით გოჩავამ.


ავტორი: ბელა გელაშვილი.



P.S. მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომერსანტი დიდი ხანია მკითხველისა და მსმენელისთვის ამზადებს და მომავალშიც მოამზადებს საინტერესო მასალებს ლოგისტიკაზე, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობაზე, სარკინიგზო პრობლემებზე, სახმელეთო გადაზიდვებზე. სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:


რა შემთხვევაში გახდება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე

ორი შეცდომა, რომელიც საქართველოს მრავალმხრივ აზარალებს


რა აქცევს საქართველოს უკონკურენტო მოთამაშედ გადაზიდვებში

რამდენად მიჰყვება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ტენდენციებს

რა დანაკლისია საქართველოსთვის ანაკლიის პორტის არქონა

საქართველოს საპორტო მოსაკრებლები, არაკონკურენტულად ფასდება, ანუ, ექსპერტების მტკიცებით,  საქართველოს ნავსადგურების მომსახურება ძვირია.

სპეციალისტების მტკიცებითვე, არც ერთ სფეროში ისე არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, როგორ რკინიგზაში.

რატომ ხდება, რომ სატრანზიტო ნაკადების მოზიდვა და გატარება საქართველოში წამგებიანია მაშინ, როცა მსოფლიო პრაქტიკით ის ერთ-ერთ მაღალშემოსავლიანი სექტორია.

რით აზარალებს საქართველოს ლოგისტიკური სტრატეგიის არქონა

რამდენად სამართლიანია საქართველოში გზით სარგებლობის გადასახადი

რატომ არის ამ დრომდე დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 200 წელს დაიწყო. 

მთავრობა საქართველოს სატრანზიტო რესურსის მინიმუმსაც არ ითვისებს.

ექსპერტები შუა დერეფანში საქართველოს შეუცვლელ და უალტერნატივო როლზე საუბრობენ შემდეგი არგუმენტით: შუა დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი. რამდენიც არ უნდა ეცადონ ზემოთ ჩამოთვლილი დედაქალაქების წარმომადგენლები სიტუაციის შეცვლას, ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს - მოსკოვი!








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up