ჩინურმა კომპანია Mungyang Smart Energy-ი გრუპმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინის შექმნა დააანონსა, რომლის ფრთების სიგრძე 140 მეტრს აღემატება და ფეხბურთის 9 სტადიონის ფართობზე მეტია. გიგანტურ ტურბინას წარმოების მაქსიმიზაციისას 18 მეგავატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ის ყოველწლიურად 96 ადამიანისთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოში ამ კომპანიამ 16 მეგავატი ტურბინა წარმოადგინა და იმ დროისთვის ის ტურბინაც გიგანტური ზომის იყო.
Mungyang Smart Energy-ის ანონსამდე ერთ კვირით ადრე განცხადება China State Shipbuilding Corporation-მაც გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გიგანტურ ქარის ტურბინას ეს კომპანიაც ამზადებდა. ორივე მათგანის ქარის ტურბინა 18 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის გამოსამუშავებლადაა შექმნილია. თუმცა, ჩინეთის სახელმწიფო გემთმშენებელი კორპორაციის ქარის ტურბინის ფრთები შედარებით პატარა ზომისაა, ვიდრე მისი კონკურენტის.