2022 წლის ივლისში ჩინეთმა რუსეთიდან ოქროს იმპორტი ივნისთან შედარებით 8,6-ჯერ გაზარდა და 108,8 მილიონ დოლარს მიაღწია. საუბარია ოქროს ნედლეულ ან ნახევრად მზა ფორმებზე. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ივლისის მაჩვენებლები 50-ჯერ აღემატება გასული წლის ივლისის მონაცემებს.
ივნისის ბოლოს, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ: აშშ-ში აკრძალვა ძალაში მაშინვე შემოიღეს, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 21 ივლისს დააწესეს ემბარგო, ხოლო შვეიცარია აკრძალვას აგვისტოში შეუერთდა.
2022 წლის თებერვლამდე რუსული ოქრო ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში იგზავნებოდა. გასულ წელს ჩინეთმა 237 მილიონი დოლარის რუსული ოქრო შეიძინა.
რუსული ოქროს საექსპორტო ბაზრებია, ასევე, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.