ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას მიაჩნია, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს უკრაინასთან ომში, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ცდილობს ნეიტრალური სამშვიდობო შუამავლის როლი მოირგოს. – ამის შესახებ ინფორმაციას eurointegration ავრცელებს. როგორც გიტანას ნაუსედამ თქვა, ჩინეთის როლი რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ ახლა უფრო დესტრუქციულად გამოიყურება.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რთულია პეკინის წარმოდგენა ნეიტრალურ შუამავლად.
„სამწუხაროდ, ვხედავ ჩინეთის მიზანს - გაგრძელდეს ეს ომი და კიდევ უფრო სისხლიანი გახდეს. ასეთ ვითარებაში ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ფარული თუ ღია ფორმით“, - განაცხადა ნაუსედამ.
მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა იფიქროს იმაზე, რისი მიღწევა სურს ამ ომში.
„ჯერჯერობით, ჩინეთის როლს უფრო დესტრუქციულად ვაფასებ“, - აცხადებს გიტანას ნაუსედა.