ჩინეთში კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 60 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 8 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პერიოდში, კორონავირუსით და ვირუსის შემდგომი გართულებებით 59 938 ადამიანი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების ეს მაჩვენებელი მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ მათ შესახებ, ვინც საავადმყოფოებში დაიღუპა. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა მეტი იყოს.