ჩინეთში COVID-19-ის მორიგი აფეთქებაა. ყოველდღიური ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 7 კვირის მაქსიმუმზეა. Bloomberg-ის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა სახეზეა ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ პროვინციებში.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, დაავადებულთა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ანჰუიში და განსუში. ირკვევა, რომ 15 ივლისის ქვეყანაში 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შანხაიში, რომელიც გადაურჩა ერთკვირიან კარანტინს, ახალი 33 შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ცნობილია, განსუს პროვინციის დედაქალაქმა ლანჯოუმ სრული ჩაკეტვა გამოაცხადა და მის 4 მილიონზე მეტ მცხოვრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ჩაიკეტა ასევე ქალაქი ვუგანგი, სადაც დაახლოებით 300,000 ადამიანი ცხოვრობს.