ჩინეთში COVID 19-ის შემთხვევების რაოდენობა მთელი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია, ჩინეთის მშპ-ს და ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
პრაისის თქმით, ნებისმიერ დროს, როცა ვირუსი ვრცელდება, მისი მუტაციის საშიშროება მთელ მსოფლიოში იზრდება.
„ამ ვირუსის ბევრი მუტაცია ვნახეთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ვცდილობთ სხვადასხვა ქვეყნებს დავეხმაროთ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა პრაისმა.
ჩინეთის მთავრობის ოფიციალური ვერსიით, COVID 19-ის ვირუსს სულ 5 237 ადამიანი ემსხვერპლა.