Covid Zero-ის უეცარი დასასრული ჩინეთში ინფექციის სწრაფი გავრცელებისა და მილიონობით მსხვერპლის მიზეზი შეიძლება გახდეს     

Covid Zero-ის უეცარი დასასრული ჩინეთში ინფექციის სწრაფი გავრცელებისა და მილიონობით მსხვერპლის მიზეზი შეიძლება გახდეს     

access_time2022-12-09 23:00:51

ჩინეთი რთული ამოცანის წინაშე დგას, Covid Zero-ზე უეცარი უარის თქმის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ინფექციები გაიზრდება და სიკვდილიანობა 2 მილიონზე მეტი იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

 

 

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში თვეების და წლების განმავლობაში მიმდინარე ეპიდემიისგან  განსხვავებით, ჩინეთში ინფექციების ტალღა  სავარაუდოდ ერთბაშად მოიცვას ქვეყანას, განსაკუთრებით იმ პოპულაციას, რომელიც აქამდე კონტაქტებისგან თავს  იკავებდა.

 

 

 

მეცნიერებისა და ეკონომიკის ექსპერტები მოახლოებულ ქაოსზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ინფექციების  ზრდა ქარხნების პარალიზებას გამოიწვევს და სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტებით საავადმყოფოები გადაიტვირთება, რაც მოსახლეობას კვლავ გამოკეტვისკენ უბიძგებს.

 

 

 

ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ფირმა Airfinity-ის შეფასებით, ჰონგ-კონგის ადრინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, 1.3-დან 2.1 მილიონამდე ადამიანი დაიღუპოს.

 

 

 

ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის პროფესორის და მოსახლეობის ჯანმრთელობის სტრატეგიის მთავარი ოფიცრის ალი მოქდადის თქმით, ეს მოხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა პროცესი ჯერ დიდ ქალაქებში დაიწყება და შემდეგ სოფლებში გადაინაცვლებს.

 

 

 


„ერთ თვეში შემთხვევების დიდ რაოდენობას მივიღებთ, ხოლო ორი კვირის შემდეგ  სიკვდილიანობა დაიწყება“, - აცხადებს ალი მოქდადი,

 

 

 

გამოწვევები ძალიან მძიმე იქნება, მოხუცთა თავშესაფრებს გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა, სკოლები დიდი ხნის განმავლობაში დაიხურება და ბიზნესს საკმარისი მუშაკები აღარ ეყოლებათ, რადგან დაავადებები გავრცელდება.

 

 

 

ინვესტორები საკითხს უფრო  ოპტიმისტურად უყურებენ, მათი ვარაუდით შეჩერებული მოთხოვნის გათავისუფლება სამომხმარებლო ხარჯებს შეუწყობს ხელს და  ეკონომიკა  აღდგენას  დაიწყებს.

 

 

 

Hang Seng China Enterprises საფონდო ინდექსი ჰონგ კონგში, ნოემბერში 29%-ით გაიზარდა, რაც 2003 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

 

 

 

 

 

გარდა ახალი ინფექციებისა, ქვეყანას ასევე ემუქრება ომიკრონის შტამი, რომელიც წინა  ფორმებთან შედარებით გაცილებით  მსუბუქია.  Barclays-ის ეკონომისტების ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინეთის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ომიკრონის ტალღიდან არავაქცინირებულთა შორის 0,4% იქნება.  სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის ეს შეიძლება იყოს 10000-დან ორი, ანუ 0.02%.

 

 

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up