ჩინეთში H3N8 ფრინველის გრიპის პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ამ დაავადებით ორი ადამიანი დაინფიცირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით DW წერს
გარდაცვლილი 56 წლის ქალი სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნგიდანაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ვირუსის უფრო ფართო გავრცელება ადამიანებს შორის ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხაზი გაუსვა „გლობალური მეთვალყურეობის მნიშვნელობას ვირუსოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური ცვლილებების აღმოსაჩენად, რომლებიც დაკავშირებულია მოცირკულირე გრიპის ვირუსებთან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის, ან ცხოველის ჯანმრთელობაზე“.