ჩინელმა ხალხმა H&M-ს, NIKE-ს, Adidas-ს და სხვა ბრენდებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მათ პროდუქციაში ჩინეთში მოყვანილი სინძიანის ბამბის გამოყენებაზე უარი თქვეს. ისინი ასევე აპროტესტებენ მუშებისთვის მონური პირობების შექმნას.
H&M-მა ჯერ კიდევ 2020 წელს გამოთქვა წუხილი ჩინეთის ფაბრიკებში იძულებითი შრომის გამოყენების გამო. ეს მესიჯი ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo-ში გავრცელდა. თუმცა ამ დრომდე ყურადღება არავის მიუქცევია.
"ჩინელი ხალხი არ შეეგუება იმას, რომ ზოგიერთი კომპანია ცდილობს ზიანი მიაყენოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მაშინ, როცა თავად აქ ფულს გამოიმუშავებენ.“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა.
ჩინელი ცნობილი სახეები და ვარსკვლავები უარს აცხადებენ ბრენდებთან თანამშრომლობაზე. ელექტრონული გაყიდვის რამდენიმე პლატფორმამ კი H&M-ის პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღო. ჩინური სოციალური ქსელის weibo-ს მომხმარებლები სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ხსენებული ბრენდების პროდუქციის მოხმარებაზე უარი თქვან.
biz.liga.net