კორონავირუსის ამჟამინდელი გიგანტური ტალღის ფონზე დაღუპულთა მკვეთრი ზრდის გამო, ჩინეთში კრემატორიუმები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადატვირთულია. ამ ინფორმაციას Bloomberg 4 იანვარს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დიდ ქალაქებში დამკრძალავი ბიუროები სავსეა, ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის." - თქვა გამოცემის წყარომ.
პეკინის ერთ-ერთი დამკრძალავი ბიურო აცხადებს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 140-150 ცხედრის კრემაცია ხდება, აქამდე ეს მაჩვენებელი 40 იყო. იმავდროულად, ლონგხუას (შენჟენის რეგიონი) ერთ-ერთ კრემატორიუმში განაცხადეს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 500 ცხედარი იწვება - ეს მაჩვენებელი საშუალოზე ხუთჯერ მეტია.
პეკინსა და შანხაიში კრემატორიუმების მუშები ამბობენ, რომ უახლოესი უფასო კრემაციის ადგილის დაჯავშნა მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის არის შესაძლებელი. ზოგიერთი დამკრძალავი ორგანიზაცია ონლაინ დაჯავშნაზე გადავიდა.
წყარო: https://realpolitika.ge