ჩინეთში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ჩინეთში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

access_time2023-04-19 12:30:32

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair" გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია მონაწილეობდა. პანდემიის შემდეგ, ეს იყო ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

 

გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

 

„პანდემიის შემდეგ, საქართველო დაბრუნდა ჩინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე. საქართველოს დელეგაცია იყო ერთადერთი სტუმარი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობდა გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ქართულ სტენდზე წელს  წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან იაქტიურა კერძო სექტორმა, მათი დიდი სურვილი იყო გამოფენაში მონაწილეობა.  ისევე როგორც ყველა სხვა მარკეტინგული ღონისძიება, გამოფენაში „The 108th China Food & Drinks Fair" მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობას და გაყიდვებს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდის", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


 

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ლევან მეხუზლა ადგილობრივი ხელისუფლების, კომერციული კომპანიებისა და „ქართული ღვინის სახლების" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოტენციალი და მარკეტინგული აქტივობების საკითხები განიხილეს.

 

გამოფენა „The China Food & Drinks Fair"  ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება ჩინეთში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და  მილიონამდე ვიზიტორი ესწრება. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე. გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up