ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ქალაქ ანიანში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს,
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ე.წ მაღალტექნოლოგიურ ზონაში ორშაბათს შუადღისას გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 63 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.