2022 წლის ბოლოს, ჩინეთში სმარტფონების გაყიდვები, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით შემცირდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სექტორში ყველაზე დიდი ვარდნაა.
Reuters-ის თანახმად, IDC-ის კვლევაზე დაყრდნობით, 2022 წელს მთლიანი გაყიდვები ყველაზე დაბალი იყო 2013 წლის შემდეგ და გასულ წელს პირველად, წლიური გაყიდვები 300 მილიონზე ქვემოთ დაეცა.
Android ტელეფონების მწარმოებელი Vivo წლის ყველაზე გაყიდვადი ბრენდი იყო ბაზრის 18.6%-ით. თუმცა, მისი მთლიანი გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 25.1%-ით დაეცა.