საქართველოდან ჩინეთში 112 355 600 აშშ დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე. უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია სპილენძის მადნები და კონცენტრატები,ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მსუბუქი ავტომობილები,
რაც შეეხება იმპორტს , ჩინეთიდან 133 997 100 აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, მარტივი პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი,რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები, აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის.