ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში რუსეთის საჰაერო სივრცით ფრენა შესაძლოა, აეკრძალოთ

ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში რუსეთის საჰაერო სივრცით ფრენა შესაძლოა, აეკრძალოთ

access_time2023-03-20 22:40:07

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა შეიმუშავა ბრძანების პროექტი, რომლითაც ჩინურ სამგზავრო ავიაკომპანიებს აშშ-ში რუსეთის საჰაერო სივრცით ფრენები აეკრძალებათ. ინფორმაციას The New York Times სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის გავლით აშშ-ში მფრინავი უცხოური ავიაკომპანიებისთვის შეზღუდვების შემოღება ინდუსტრიის ლობისტურმა ჯგუფმა, Airlines for America-მ დააინიცირა. ჯგუფი ამტკიცებს, რომ უცხოური ავიაკომპანიები, რომლებიც აშშ-ში და აშშ-დან რეისებს რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ასრულებენ, მსხვილ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი, ამერიკული კომპანიების მიმართ მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ.
მითუმეტეს, რუსეთის საჰაერო სივრცეზე უარის თქმის შემდეგ აზიის მიმართულებით ამერიკული ავიაკომპანიებისთვის ფრენების ხანგრძლივობა და საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, ამერიკულ გადამზიდავებს წყნარი ოკეანის რეისების გრაფიკის შეცვლა, მგზავრებისა და ტვირთების მაქსიმალური რაოდენობით შემცირება მოუწიათ.

„ეს ვითარება უცხოური ავიაკომპანიების სასარგებლოდ და შეერთებული შტატების საზიანოდ მოქმედებს, რადგან საკვანძო ბაზრებთან დაერთება, ასევე, ავიაკომპანიებში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების რაოდენობა მცირდება,“ - აცხადებენ Airlines for America-ში.

ამერიკული ავიახაზების მიერ დაკარგული ბაზრის წლიური წილი ლობისტურმა ჯგუფმა 2 მლრდ დოლარად შეაფასა.
შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე 2022 წლის მარტის დასაწყისში, უკრაინის ომის დაწყებიდან მელავე დახურეს. ამის საპასუხოდ რუსეთმა ფრენები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირიდან და აშშ-დან აკრძალა.
უცხოური ავიაკომპანიებისთვის შეერთებულ შტატებში რუსეთის გავლით ფრენების აკრძალვის წინადადებით ამერიკელი სენატორები უკრაინის ომის წლისთავზე, 24 თებერვალსაც გამოვიდნენ.



bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up