ჩინური იუანი საერთაშორისო ბაზარზე დოლარის ჩანაცვლებას ცდილობს - აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი

ჩინური იუანი საერთაშორისო ბაზარზე დოლარის ჩანაცვლებას ცდილობს - აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი

access_time2020-05-27 20:00:54

მარტის ბოლოს პანდემიის გამო გლობალურ ფინანსურ ბაზარზე რღვევის პროცესი დაიწყო, რამაც დოლარებში ინვესტირებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. ეს ისევე მოხდა, როგორც 2008-2009 წლების კრიზისის დროს იყო.მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 75 წელი გავიდა, თუმცა, დოლარი მსოფლიო არენაზე ლიდერობას სტაბილურად ინარჩუნებს.


ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როდესაც ამერიკის ეკონომიკის წილი მსოფლიო ბაზარზე მცირდება - 1960 წელს შტატებზე გლობალურ მშპ-ს 40% მოდიოდა, დღეს კი - მხოლოდ 25% მოდის.


დოლარის სტატუსი დიდწილად დამოკიდებულია ვაშინგტონის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წარმატებაზე, სტრუქტურული დეფიციტის და საგარეო ვალის პრობლემებთან გამკლავებაზე.დოლარის სტატუსს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი, როგორც მსოფლიოში ძირითადი სარეზერვო ვალუტის მდგომარეობა, მომგებიანია როგორც სახელმწიფოსთვის ასევე ბანკებს და ბიზნესისთვის.


ჩინეთის სწრაფი ზრდის პირობებში ანომალიაა ის, რომ დოლარი ლიდერობას მსოფლიო ბაზარზე ამდენი ხანი ინარჩუნებს. დღეს, დოლარის ჩანაცვლების და საკუთარი ვალუტის წინ წაწევის პოტენციალს სწორედ პეკინი ფლობს. ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბები, მისი ზრდის პერსპექტივები და წარმატებები ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში, ჩინური ვალუტის სამომავლო წარმატებაზე მეტყველებს.


თუმცა, ეს ყველაფერი არაა საკმარისი გლობალური ლიდერობისთვის - ჩინეთს ამისთვის ეკონომიკის გაცილებით უფრო საბაზრო პრინციპებზე გადასვლა , კორპორაციული მართვის გაუმჯობესება და სანდო ფინანსური ბაზრის შექმნა დასჭირდება.


შტატებისთვის კი მთავარი არა ჩინეთთან ბრძოლა, არამედ მისი მთავარი უპირატესობების შენარჩუნებაა.მათ შორისაა, დინამიურად ზრდადი ეკონომიკა, გამჭირვალე პოლიტიკური სისტემა, ლიდერობა გლობალურ საერთაშორისო პოლიტიკაში, ეკონომიკაში და უსაფრთხოებაში.კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებაზე დიდწილადაა დამოკიდებული ის, რომ ამერიკა წარმატების მოდელად კვლავ დარჩეს.


ჩინეთმა ფინანსურ ტექნოლოგიებში დიდ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით უნაღდო ანგარიშსწორების გავრცელებაში. ბანკომატების დიდი რაოდენობა კი უკვე წარსულს ჩაბარდა.თუმცა, ეს არაა დიდი საფრთხე დოლარის გლობალური როლისთვის. შტატები ტექნოლოგიების საკითხში მაინც წინაა.  ჩინელებს ხომ მთელი ის სიკეთეები თავად არ შეუქმნიათ. მათი უბრალოდ ის, რაც შეიქმნა შტატებში, საკუთარ ქვეყანაში წარმატებულად დანერგეს.



ამერიკელები დღესაც უპირატესობას პლასტიკურ ბარათებს ანიჭებენ. ეს მათთვის უბრალოდ უფრო მოხერხებულია, ვიდრე ონლაინ-გადახდების სისტემების, ისეთების, როგორც Venmo და Apple Pay-ს  გამოყენებაა.თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსი მარტივად არ მოდის  და ის არაა დამოკიდებული მხოლოდ წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე. ამერიკული ვალუტის უპირობო პირველობა რამდენიმე ისტორიული შემთხვევითობის და მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული მდგომარეობის დამსახურებაა.


დღეს დოლარის საერთაშორისო მონოპოლია ურყევ რეალობად გვეჩვენება, თუმცა, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარაში ასე სულაც არ იყო - სარეზერვო ვალუტის სტატუსი დოლართან ერთად ბრიტანულ ფუნტსაც ჰქონდა.სავარაუდოდ, ახლო მომავალში მსოფლიოში კიდევ ერთი ან ორი სარეზერვო ვალუტა გაჩნდება - ძირითადი კანდიდატები ჩინური იუანი, ბრიტანული ფუნტი და ევრო იქნება.


თუმცა, ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდის მიუხედავად, იუანის სარეზერვო ვალუტად ჩამოყალიბებაც გარანტირებული არაა. ამისთვის საჭიროა ეკონომიკის რეფორმირება და ფინანსური ბაზრის ისეთი გარდაქმნა, რომელიც პეკინს პოლიტიკური პრობლემებს შეუქმნის.ჩვენ ამას უკვე ვხედავთ. 2020 წლისთვის შანხაის გლობალურ ფინანსურ დედაქალაქად გადაქცევა იყო დაგეგმილი, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. იქ, სადაც კაპიტალის მოძრაობაზე მოქმედებს მკაცრი რეგულაციები და ვალუტის კურსი საბაზრო არ არის, ფინანსური ცენტრი ვერ იარსებებს.


იგივე ეხება  იუანის გლობალურ სარეზერვო ვალუტად ჩამოყალიბების პერსპექტივებსაც.


თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ვალუტის სიძლიერე არა საერთაშორისო ბაზარზე, არამედ თავად ქვეყანაში იწყება. ასევე დოლარისთვის ძირითადი რისკები არა პეკინიდან, არამედ ვაშინგტონიდან მოდის.


აშშ ვალდებულია არსებული ეკონომიკური განვითარების დონე შეინარჩუნოს.სწორედ ამერიკული ეკონომიკის სანდოობა და სიძლიერე არის დოლარის საერთაშორისო სტატუსის ძირითადი პირობა.თუ ეს ვითარება უარესობისკენ შეიცვალა,დოლარის სტატუსიც საფრთხეში იქნება.


ვალუტის სტატუსი არის ამერიკული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების სიჯანსაღის განსახიერება. დოლარის ლიდერობის შენარჩუნებისთვის ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა წარმატების სიმბოლო და მიბაძვის საგანი კვლავ უნდა დარჩეს.ვაშინგტონის საგარეო ეკონომიკურ კურსსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.შტატებმა თავის თავზე ვაჭრობის, ინვესტიციების  და ტექნოლოგიების დარგში კონკურენციის გლობალური წესების რეფორმირებაში მთავარი როლი უნდა აიღოს.


ამერიკელებს ასევე უნდა ახსოვდეთ, რომ ცალმხრივი სანქციები დოლარის გლობალურ ლიდერობას გარკვეულწილად ხელს უშლის. დოლარის იარაღად გამოყენება, შესაძლოა ამერიკის მოწინაამღდეგეებს სხვა სარეზერვო ვალუტების განვითარებისკენაც უბიძგოს.სწორედ შტატებისგან დისტანცირებისთვის ევროკავშირი საერთაშორისო ანგარიშსწორებაში ევროს წილის ზრდას მოითხოვს.


ასევე რეფორმების რეალიზებაზეა დამოკიდებული ჩინური იუანის სტატუსიც. თუ ჩინეთი ეკონომიკას განაახლებს  და ისევე როგორც შტატები, მსოფლიოსთვის ყველა დარგში სამაგალითო გახდება, ეს იუანის წონასაც თავისთავად გაზრდის.ნებისმიერი ვალუტის ფასეულობა პირველ რიგში, მის უკან მდგომი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მაჩვენებლების სიჯანსაღეა.


ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკა კორონავირუსს როგორ დაძლევს  და კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ მისი ეკონომიკა როგორ განვითარდება.შტატების ეკონომიკური და პოლიტიკური ზრდა ინოვაციებს და ეფექტურ მართვას ემყარება და თუ ეს კურსი არ შეიცვლება, დოლარის მიმართ საერთაშორისო ნდობას არაფერი დაემუქრება.


წყარო: foreignaffaiirs.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up