ჩინური „Miniso” იაპონურად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

ჩინური „Miniso” იაპონურად პოზიციონირებისთვის ბოდიშს იხდის

access_time2022-08-22 21:00:15

ხელმისაწვდომი ფასებით გამორჩეული ჩინური ბრენდი მინისო, რომელმაც საცალო ვაჭრობის სექტორში იაპონური ბრენდის სახელით მსოფლიო დაიპყრო ბოდიშს იხდის - ამის შესახებ ინფორმაციას ViceNews  ავრცელებს. მინისო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქიდან,  ნიუ-იორკში, ბროდვეის გამზირამდე 5100 ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

 

კომპანიამ თავხედურად დააკოპირა ყოველდღიური ტანსაცმლის ქსელის Uniqlo-ს ესთეტიკა, ასევე მინისოს პროდუქციაში შევხვდებით ჭურჭლის ბრენდის Muji-ს დიზაინერული საქონლის უფრო იაფი ვერსიებს. მინისოს ლოგოში  კი გამოსახულია იაპონური კატაკანას სიმბოლოები, რომლებიც გამოითქმის როგორც Meisou.


გასულ კვირას კომპანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მინისო არის „ამაყი ჩინური ბრენდი“, რადგან მან იაპონურ ბრენდად თავის მოჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა .

 

კომპანიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩინეთში პოლიტიკური მიზეზების გამო, მომხმარებლებს შორის იაპონიისა და იაპონური ნაწარმის საწინააღმდეგო სენტიმენტები გაძლიერდა. ნიუ-იორკში შესული კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია მოექცა ყურადღების ცენტრში და გამოიწვია პროტესტი, რადგან ტოკიოსთან პოლიტიკურმა დაძაბულობამ ჩინეთში ანტიიაპონური განწყობები გამოიწვია.



ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმაზე Weibo-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, Miniso-მ თქვა, რომ მას ღრმად რცხვენია თავისი განვითარების ადრეულ ეტაპზე „იაპონური დიზაინერული ბრენდის“ სახელის გამო და კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე „არასწორი მიმართულება იყო“.

 

 კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია სამხრეთ ჩინეთის ქალაქ გუანდონგში, განაცხადა, რომ 2019 წლიდან მან დაიწყო „დეიაპონიზაცია“და ამოიღებს ნებისმიერ ელემენტს, რომელიც მიუთითებს იაპონიაზე და დადო პირობა, რომ „სწორი ჩინური კულტურისა და ღირებულებების ექსპორტზე იქნება“ ორიენტირებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ Miniso-მ თავისი პირველი მაღაზია გუანჯოუში 2013 წელს გახსნა, მისი პროდუქციის უმეტესობა იწარმოება ჩინეთში, კომპანია პირველი რამდენიმე წელი ამტკიცებდა, რომ ეს იყო იაპონური ბრენდი და თანადამფუძნებლად  ასახელებდა იაპონელი დიზაინერს Miyake Junya-ს.


კომპანიის წინააღმდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში 40-ზე მეტ საქმეზე 68 სასამართლო ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

 აღსანიშნავია, რომ Miniso-ს საქართველოშიც აქვს მაღაზიათა ქსელი.



თაკო კვაჭანტირაძე

თეგები:
მინისო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up