ყოველგვარი საჯარო განცხადების გარეშე ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქციების თავიდან აცილების მიზნით რუსეთში საქმიანობას წყვეტენ. ინფორმაციას The wall street journal-ი ავრცელებს.
მათ შორისაა PC გიგანტი Lenovo Group Ltd. და სმარტფონებისა და გაჯეტების მწარმოებელი Xiaomi Corp. დასავლური ფირმებისგან განსხვავებით, კომპანიები საჯარო განცხადებების გაკეთებას თავს არიდებენ.
მარტში, თებერვალთან შედარებით, ჩინეთიდან რუსეთში პროდუქტების ექსპორტი მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ნოუთბუქების ექსპორტი 40%-ით, სმარტფონების კი 66%-ით შემცირდა. ჩინეთიდან რუსეთში ჯამური ექსპორტის მაჩვენებელი 27%-ით დაეცა. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ შანხაიში მასშტაბური ლოკდაუნის ფონზე ჩინეთის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც შემცირდა.