ოქტომბერში, მსოფლიოს მასშტაბით, მიკროჩიპების გაყიდვები 24%-ით გაიზარდა და წლიურ გამოხატულებაში 48,79 მლრდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ნახევარგამტარების მწარმოებელთა ასოციაციის (Semiconductor Industry Association, SIA) პრესრელიზში წერია. ჩიპების გაყიდვები 2021 წლის სექტემბერთან შედარებით გაზრდილია 1,1%-ით.
რაც შეეხება რეგიონებს, მიკროპროცესორების გაყიდვები ოქტომბერში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გაიზარდა 29,2%-ით, ევროპაში 27,3%-ით, იაპონიაში 23,7%-ით, ჩინეთში 21,1%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და სხვა ქვეყნებში კი 5,3%-ით.
ამასთან, პროგნოზის თანახმად მიკროსქემების წლიური გაყიდვები წელს ისტორიულ რეკორდს მიაღწევს, ხოლო 2022 წელს შედარებით, მცირედი ზრდაა მოსალოდნელი.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"