„ჩირინა“ ქათმის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანის მშენებლობას 2022 წელს დაასრულებს

„ჩირინა“ ქათმის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანის მშენებლობას 2022 წელს დაასრულებს

access_time2021-07-07 15:00:35

კომპანია „ჩირინა“, რომელიც წარმოებულ პროდუქციას ბაზარზე „ბიუ-ბიუს“ ბრენდით ყიდის, ქათმის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობას 2022 წელს დაასრულებს.  როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძე განუცხადა, სართიჭალაში მიმდინარე მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. წარმოება 2021 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საწარმოს გახსნა ერთი წლით გადავადდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ პროექტში საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს, შედეგად ვაშაკიძეს იმედი აქვს, რომ ახალი ქარხანა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციის გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის.

 

ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო დღეს „ჩირინას“ ქარხანა სრული დატვირთვით არ მუშაობს. რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა თუ განვითარდა ორ წელში, კომპანია მაქსიმალურ სიმძლავრეს აითვისებს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ 2022 წელს ვაქინაციის საკითხი გადაიჭრება, ხოლო 2023 წელს კოვიდ 19 აქტუალური აღარ იქნება.

 

„პანდემიის პერიოდში მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი შეუმცირდა, რაც პირდაპირ მოქმედებს კომპანიის გაყიდვებზე. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტის რეალიზაცია საქართველოში შემცირდა, „ჩირინამ“ ექსპორტი გაზრდა. 2020 წელს ჩვენ ქარხნის სიმძლავრეები ორჯერ გავზარდეთ, მაგრამ საერთო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ მოცულობაზე ვერ გავდივართ. რეალურად შეგვიძლია, რომ ორჯერ მეტი პროდუქტი გავყიდოთ. იმედია, ეს ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გამოსწორდება და უფრო მეტი საშუალება ექნება მოსახლეობას შეიძინოს ჩვენი პროდუქცია“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.


 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბიზნესმენმა „კომერსანტთან“ ისაუბრა, იმპორტირებული ქათმის ხარისხია. აცხადებს, რომ თურქეთიდან შემოსული პროდუქტი არის დაბალი ხარისხის და, შესაბამისად, დაბალი ფასის. რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, იმპორტირებული დაბალი ხარისხის ხორცი უვნებელი არ არის და მაღაზიებში არ უნდა იყიდებოდეს.

 

„ჩვენ იმპორტის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით – ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტი აუცილებელია, მაგრამ თურქეთიდან ისე შემოდის ფრინველის ხორცი, რომ საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ფაქტიურად ქვეყანაში გაუგებარი წარმოშობის ქათამი შემოდის, დაბალი ხარისხის და შიშველ მდგომარეობაში. ისიც კი არ არის ცნობილი, როდისაა დამზადებული. ეს ქართულ წარმოებაზე ძალიან მოქმედებს, რადგან ნებისმიერი ქართული პროდუქტი უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტირებული. ჩემი აზრით, საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა დარეგულირდეს, უნდა აიკრძალოს ისეთი გაყინული ქათმის შემოტანა, რომელიც არ არის შეფუთული. კომპანიას ამ პრობლემასთან ბრძოლა დამოუკიდებლად არ შეუძლია“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up