,,ჩირინა“ რუსულ ზეთს ბულგარულით ჩაანაცვლებს – ფასი რეკორდულად გაიზრდება

,,ჩირინა“ რუსულ ზეთს ბულგარულით ჩაანაცვლებს – ფასი რეკორდულად გაიზრდება

access_time2022-04-06 14:00:06

ქართველმა იმპორტიორებმა ზეთის ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყეს. კომპანია , ,ჩირინას“  ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე, რომელიც პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომტანია, რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბულგარეთს განიხილავს, თუმცა დასძენს, რომ პროდუქტის ფასი რადიკალურად შეიცვლება და მინიმუმ, გაორმაგდება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


ზეთის მოსალოდნელი გაძვირების ძირითად მიზეზად იმპორტიორი  ლოგისტიკის გაზრდილ ხარჯს მიიჩნევს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, დეფიციტი წარმოიშვას, რაც უკვე სახეზეა.

 

,,ძალიან რთული სიტუაციაა, ევროპა 1 ტონა ზეთს  2700 დოლარად ჰყიდის, როცა ომამდე ეს მაჩვენებელი 1500 დოლამდე მერყეობდა.  მართალია, დახლებზე დეფიციტი არ იგრძნობა და ერთი შეხედვით, სტაბილურობაა, მაგრამ წარმოებისთვის ნედლეული სერიოზული პრობლემაა.  რუსეთი კვოტირებას აწესებს, მოგვცემს თუ არა, უკვე ესეც საკითხავი გახდა. უკრაინაში ომია და ეს მიმართულება სავაჭრო კავშირისთვის ჩაკეტილია.  ამჟამად ყველაზე რეალურად გვესახება ბულგარეთის ბაზარი და ვაწარმოებთ კიდეც მოლაპარაკებას, მაგრამ 2700 დოლარზე ნაკლებად ვერ ვყიდულობთ, ეს კი ადგილობრივ ბაზარზე ზეთის ფასის, მინიმუმ, გაორმაგებას გამოიწვევს. მარტივი ვითარება არ არის, უკვე ევროპასაც უჭირს,  გლობალურ ბაზრებზე დიდი გაურკვევლობაა“, - ამბობს ვაშაკიძე ,,კომერსანტთან“.

 


როგორც ,,ჩირინას“  ხელმძღვანელი აცხადებს,  კომპანია ყოველთვიურად  150-170 ტონა ზეთს მოიხმარს. 

 

აღსანიშნავია, რომ ზეთის ღირებულება ბოლო 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა. 


შეგახსენებთ, რომ რუსეთის  სოფლის მეურნეობის სამინისტრო 15 აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მზესუმზირას ზეთის ექსპორტზე 1,5 მილიონი ტონის მოცულობის კვოტის დაწესებას აპირებს.


კვოტა მწარმოებლებს შორის გარკვეული პრინციპით გადანაწილდება, ხოლო ზედმეტი მიწოდება 70%-იან გადასახადს დაექვემდებარება, ტონაზე არანაკლებ 1000 დოლარის ფასის შემთხვევაში.


გარდა ამისა, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი აპრილიდან მზესუმზირას საექსპორტო გადასახადის 70%-მდე გაზრდას გეგმავს.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up