ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. მოქალაქეები უკვე ოფიციალურად გააფრთხილეს ხმოვანი შეტყობინებით. უკვე გაუშვეს წყლის ჭავლი.
პარლამენტთან მოქალაქეები რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან არის განთავსებული. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოტა ხნის წინ შემოარტყეს ალყა. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ეზოშიც არის მობილიზებული. ადგილზე, სპეცრაზმის დამატებითი ძალები მიიყვანეს.