„ჭკვიანი ბეჭდების“ პოპულარობა მზარდია. მართალია, დღეს Apple Watch-ი ყველაზე პოპულარული მოწყობილობაა და Google-ისა და Samsung-ის სხვა მსგავსი პროდუქტები ბაზარზე დომინირებს, ტრენდი ეტაპობრივად იცვლება.
2015 წელს, (იმავე წელს, როცა Apple-მა თავისი „ჭკვიანი საათი“წარადგინა) Kickstarter კამპანია დაიწყო, რომელიც Oura-ს ბეჭდის პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. Oura სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. მეტიც, Kickstarter-ი უკვე პარტნიორობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Gucci, Strava და სხვა.
პანდემიის დროს Oura-ს ბეჭდების (მისი ღირებულებაა 399$) გაყიდვები გაიზარდა და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ბეჭედი ადამიანის ძილს აკვირდება და სხეულის ტემპერატურის ცვლილებების აღწერაც შეუძლია. ამასთან, არ აქვს ეკრანი. Oura განიხილება, როგორც ალტერნატიული მოწყობილობა და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება სპეციალიზებული ჯგუფებისთვის, მათ შორის ფიტნეს ინდუსტრიაში.
გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ზოგადად ე.წ. „ჭკვიან საათებსა“ და სხვა მოწყობილობებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია, რადგან ადამიანებს მეტი ინტერესი აქვთ, თვალყური ადევნონ საკუთარ ნაბიჯებს, სასიცოცხლო სტატისტიკას და სხვა.