"ჭკვიანი თხილი" ისრაელში ექსპორტისთვის ემზადება

access_time2021-10-23 15:30:33

„ჭკვიანი თხილი“ ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე აცხადებს, პროდუქტის მცირე პარტია სექტემბერში იაპონიაში უკვე გავიდა. ახლა კი კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს ისრაელთან აწარმოებს.

კომპანია ამჟამად 5 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი  პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“.

ნინო ანდრიაძე გაზრდილ გაყიდვებზე საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანია 4 წელია არსებობს და პანდემიის პირობებში გაყიდვების გაზრდა შეძლო და ეს ელექტრონული კომერციის განვითარების საშუალებით მოახერხა. როგორც "ჭკვიანი თხილის" თანამდამფუძნებელი აცხადებს, რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდა. 

„4 წელია ბაზარზე ვართ, ჩვენ ვართ პირველი ქართული თხილის პასტების მწარმოებელი კომპანია, უკვე ავიღეთ  ISO22000 სტანდარტიც. ექსპორტის განვითარებისკენაც ეტაპობრივად მივდივართ. პანდემიამ ხელი შეგვიწყო იმაში, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ონლაინ შოპინგის საჭიროება. ჩვენი გაყიდვები გასულ წელს საკმაოდ გაიზარდა, ამან დინამიურ ზრდას შეუწყო ხელი,“-აცხადებს ანდრიაძე.  

კომპანია პროდუქციას  სასტუმროებისა და საკონდიტროებისთვისაც აწარმოებს. „ჭკვიანი თხილი“ „აგროჰაბში“ აპირებს შესვლას.

მისი ინფორმაციით, თხილის პასტა არ შეიცავს კონსერვანტებს, შაქარს და მხოლოდ მცირე რაოდენობით თაფლით არის დამტკბარი. ახალმოხალული თხილის არომატს ეხამება ნატურალური, მადაგასკარის ვანილი. კომპანია დიაბეტურ და ვეგანურ პროდუქციასაც ამზადებს.


ანდრიაძის განცხადებით, საახალწლოდ მომხმარებელს სიურპრიზს უმზადებს. საუბარია, ახალი პროდუქტის გამოშვებაზე. დამატებით დეტალებზე ანდრიაძე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

„ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი  პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საათში კი 100 კგ-ს აწარმოებს.



წყარო: „ბიზნესპარტნიორი“ 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up