ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს

ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს

access_time2022-04-16 11:32:58

პორშეს ბრენდის ახალი ელჩის, ემა რადუკანუს დებიუტი პორშე-არენაზე. Porsche Tennis Grand Prix-ის ტურნირმა სტარტი შტუტგარტში დღეს აიღო. ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, 19 წლის სპორტსმენი გამარჯვების მოპოვებას ახლა თიხის კორტებზე აპირებს. რას ნიშნავს, იყო პრემიუმ ბრენდის, პორშეს ელჩი და რა მოლოდინი აქვს ბრიტანელჩოგბურთელს? ამ თემებზე  ემა რადუკანუმ ტურნირის დაწყებამდე ისაუბრა:

 

ეს თქვენი დებიუტიაPorsche Tennis Grand Prix-ზე, როგორია წინასწარი განწყობა და მოლოდინი?

„მოხარული ვარ, რომ შევძლებ, პირველად გამოვიდე WTA ტურნირზე და ვითამაშო თიხის კორტზე.მიხარია, რომ ეს სწორედ Tennis Grand Prix-ზე მოხდება. ამ განსაკუთრებულ ტურნირს ბავშვობიდან თვალს ვადევნებ. ეს არის პრესტიჟული და პოპულარული შეჯიბრება, რა დროსაც პორშეს მოგების შანსი გაქვს. ვის არ უნდა პორშეს საოცარი მანქანა?!“

ტურნირს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: ტოპათეულში შემავალი 9 მოთამაშე. რამდენად არის ეს თქვენთვის მოტივაცია?

„ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა მე უკვე შევხვედრივარ მათ და მომიგია კიდეც. რა თქმა უნდა, დიდი მოტივაცია იქნება, თუ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებთან კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოვიპოვებ. ჩემთვის სიახლეა თიხის კორტებზე თამაშიც, ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ამ გამოცდისთვისაც მზად ვარ“.

 

ავტოსპორტის დიდი მოყვარული ხართ. რა გიტაცებთ სპორტის ამ სახეობაში?

„6 წლის ასაკიდან კარტინგებზე დავდიოდი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ასაკის ბავშვებისგანგამომარჩევდა. შემდეგი გამოწვევა იყო კარტინგიდან  მოტორბოლაზე გადასვლა, ეს ძალიან სახალისო აღმოჩნდა. რომელ ბავშვს არ უყვარს ტალახში თამაში?

ამავდროულად მიყვარს სისწრაფის შეგრძნება. სიჩქარის განვითარება და შემდეგ სწრაფად დამუხრუჭება. თუმცა წესებს არასოდეს ვარღვევ“.


 

არის თუ არა მსგავსება ავტოსპორტსა და ჩოგბურთს შორის?

„ორივე შემთხვევაში საჭიროა მუდმივი განვითარება. კორტებზეც, ისევე როგორც რბოლისას, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყო და ინსტინქტურადიმოქმედო, პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზებიმოძებნო. განსხვავება კი ის არის, რომ ავტოსპორტში ერთი წამიც კი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

 

რომელ ავტომრბოლელთან გაივლიდით მართვის გაკვეთილს და რომელი მანქანით?

„ვისურვებდი, ეს ავტომობილი 911 ყოფილიყო, რადგან ეს ჩემი საყვარელი მანქანაა. ასევე, სუპერსპორტული 718 Cayman GT4. რაც შეეხება მასწავლებელს, ეს დანიელ რიკარდოა. მისი უნარები და მართვის აუღელვებელი სტილი ძალიან სასიამოვნოა სწავლისა და განვითარების პროცესში“.

პორშეს თქვენი საყვარელი მოდელია 911. რატომ?

„ჩემი ორი ყოფილი მწვრთნელი მართავდა 911-ს. ყოველ დილით, როდესაც  სავარჯიშოდ მივდიოდი, მათ პორშეებს ვხედავდი და აღფრთოვანებული ვიყავი. ძალიან მომწონდა ეს მოდელი და მინდოდა, მყოლოდა. როცა გავიზარდე, სიარული დავიწყე Brands Hatch-ზე და თვალს ვადევნებდი Carrera Cup-ის რბოლებს. 911-ის ყოველი ახალი მოდელი ისეთი უნიკალური, ლამაზი და გამორჩეულია. ეს ავტომობილი არის ლეგენდა. ეს არის საუკეთესო მახასიათებლების და სტილის სიმბოლო“.

 

19 წლის ასაკში უკვე ბევრს მიაღწიეთ, აისრულეთ მრავალი ოცნება როგორც კორტებზე, ისე მის გარეთ. როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას?

„მიზნები გამუდმებით გვეცვლება, რასაც ახალი გამოწვევები ახლავს. ცხადია, პირველ რიგში, ჩემს საქმეზე ვარ  კონცენტრირებული. გამუდმებით ვფიქრობ, როგორ შემიძლია გავაუმჯობესო თამაშის სტილი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს“.

ცოტა ხნის წინ პორშეს ბრენდის ელჩი გახდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

„პორშე არის ბრენდი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიგო ჩემი გული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლო ისეთ პარტნიორებთან და ბრენდებთან, რომელთა პრინციპებსა და ღირებულებებსაც  ვიზიარებ. ასეთია ჩემთვის პორშე  და ახლა მოუთმენლად ველოდები იმ საინტერესო შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც ერთად შეგვიძლია“, - ემა რადუკანუ, ბრიტანელი ჩოგბურთელი, პორშეს ბრენდის ელჩი.

 

„Porsche Tennis Grand Prix“16 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება. პორშე-არენაზე გამართულ რბოლაში პორშეს ბრენდის ელჩი, ემა რადუკანუ პირველად მონაწილეობს. 19 წლის სპორტსმენი ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც გასულ წელს „გრანდ სლემის“ ტურნირი მოიგო.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up