ჭონა – რას გულისხმობს ქართული სააღდგომო ტრადიცია ბავშვების მონაწილეობით

ჭონა – რას გულისხმობს ქართული სააღდგომო ტრადიცია ბავშვების მონაწილეობით

access_time2022-04-23 22:00:57

„ბები ერთი კვერცხი მომე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ჭონა!“ – ეს სიტყვები, ჩემს ბავშვობაში, აღდგომის წინა ღამეს, ქართლის სოფლების თითქმის ყველა სახლის წინ რამდენჯერმე გაისმოდა. ყველამ იცოდა, რომ ამ დღეს, ჯგუფად შეკრებილი მოზარდები, ყველა ოჯახთან ჩამოივლიდნენ „ჭონაზე“ და მათთვის წითელი კვერცხები უნდა მიეცათ. ამიტომაც, ამ დღეს, შეღებილი კვერცხი ოჯახში აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ბებია საგულდაგულოდ გადააწყობდა ხოლმე ჭონაზე მომსვლელთათვის მისაცემ სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს და ბავშვები ყურდაცქვეტილები ველოდებოდით, როდის მოახლოვდებოდა ჩვენს ჭიშკართან სიმღერის ხმა, რომელიც ბებიასთვის უფლის ანგელოზთა გალობა იყო.

ბავშებმა ვიცოდით, რამდენი მეჭონავეც არ უნდა მოსულიყო ჩვენს ეზოსთან, ყველასთვის უნდა მიგვეცა წითელი კვერცხი და ერთმანეთს ვეცილებოდით, რომელი გავუტანდით მეჭონეებს კვერცხებს, რომლებიც უფლის აღდგომის მახარებლებად ითვლებოდნენ და ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვები იყვნენ. ბებია გვეუბნებოდა, რომ წითელი კვერცხის გაცემა უფლის დახმარებას ნიშნავდა, რადგან, ტრადიციის მიხედვით, ეს კვერცხები ჭონაზე ჩამომვლელებს მათთვის უნდა მიეცათ, ვისაც კვერცხების შეღებვის საშუალება არ ჰქონდა. ქალაქში კი ეს ტრადიცია ფაქტობრივად არ არსებობდა.

ეთნოლოგ ნინო ღამბაშიძის განმარტებით, სააღდგომო ტრადიციას, ჭონას ეხება, ვკითხულობთ, რომ ჭონაზე ქართლის ყველა კუთხეში, იმერეთში, მესხეთში, რაჭაში, მთიულეთ-გუდამაყარში და კახეთში დადიოდნენ. ჭონაზე სიარული წესით წითელ პარასკევს იწყებოდა, ზოგან ვნების კვირის ორშაბათს და აღდგომამდე გრძელდებოდა. დაახლოებით 7-8 მამაკაცი, ტყავის ჯუბებში გამოწყობილები, ზოგჯერ ქალებიც და ბავშვებიც კარდაკარ დადიოდნენ, ოჯახს ულოცავდნენ და უმღეროდნენ. ღამბაშიძე წერს, რომ ქალებისა და ბავშვების ჩართვა ამ ტრადიციაში უფრო გვიანი მოვლენაა. ძირითადი ტექსტი, რომელსაც მეჭონეები მღეროდნენ, ყველა კუთხეში თითქმის ანალოგიური იყო და ბებიასათვის ან დედასთვის კვერცხის თხოვნას ითვალისწინებდა.

„ალათასა ბალათასა,
ჩამოვკიდებ კალათასა.
დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ჭონააა…“

ეთნოგრაფის მოკვლეულ მასალაში წერია, რომ მეჭონეებს ოჯახი სურსათით ასაჩუქრებდა. ისინი კი ძირითადად კვერცხს ითხოვდნენ. ზოგან მეჭონეებს ღამე გოდრები დაჰქონდათ, მასპინძელს მომავალ აღდგომას ულოცავდნენ და უმღეროდნენ, რის დროსაც ოჯახს ისეთ სიუხვეს უსურვებდნენ, როგორიც შიოს მარანში იყო, რომ სახლში ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მეჭონეებს სიმღერის შემდეგ, შესაძლოა, ფერხულიც შეესრულებინათ, დაეკრათ სალამურზე, გაემართათ ჭიდაობა, ცეკვა-თამაში და სხვა.


„თუ ოჯახი მეჭონეებს ხელცარიელს გაუშვებდა, ისინი დაიწყევლებოდნენ, რაც ცუდის ნიშანი იყო. ბანზეც იცოდნენ ასვლა, რომლის ერდოდან სახლში ჩაუშვებდნენ კალათას, რომ დიასხლისს მასში სანოვაგე, ძირითადად კვერცხი ჩაედო. როგორც წესი, მეჭონეები ერთის ნაცვლად ორ კვერცხს ითხოვდნენ და იძახდნენ: „ოროლობაა, ოროლობაა!“ ზოგჯერ მათ იმდენი კვერცხი უგროვდებოდათ, რომ ბაზარშიც ჰყიდდნენ და აღებული ფულით სურსათს, ღვინოს ყიდულობდნენ, შემდეგ კი ტრადიციულად სააღდგომოდ ქეიფობდნენ“, – წერს ნინო ღამბაშიძე საკუთარ ნაშრომში.

ქართლში ახლაც გაიგონებთ აღდგომის დადგომამდე „ბები ერთი კვერცხი მომე“ შემოძახილს, თუმცა, როგორც სხვა ბევრი ტრადიცია, ჭონაც თითქოს წარსულს ბარდება და ეს ხმა ყველა სოფლის ყველა ოჯახთან წინა სააღდგომოდ აღარ ისმის…



წყარო: EDU.ARIS.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up