ჩრდილოეთ კორეაში ყოფილ სამხედრო პოლიგონზე მასშტაბური სასათბურე მეურნეობა გაკეთდა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ ტერიტორიას მოკლე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელად იყენებდნენ.
სამხედრო ავიაბაზის სასოფლო-სამეურნეო ობიექტად გარდაქმნას ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მეურნეობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაესწრო.
წყარო: https://imedinews.ge