SARS-ის მზარდი შემთხვევების გამო, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ფხენიანში ხუთდღიანი კარანტინი გამოაცხადა, იუწყება NK News-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში კარანტინი ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით იქნება.
NK News-ი იუწყება, რომ ფხენიანის მაცხოვრებლებს მთავრობამ დღეში რამდენჯერმე სიცხის გაზომვა და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა დაავალა.