გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 1“, რომლის საშუალებითაც ევროპისთვის გაზის მიწოდება ხორციელდება და რომელიც დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 10 დღის განმავლობაში დახურული იყო, დღეს დილით გაიხსნა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გაზსადენი ამჟამად დაახლოებით 30%-იანი დატვირთვით მუშაობს.
გერმანია კრემლს ნავთობისა და გაზის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. „მოსკოვი არ ერიდება მარცვლეულისა და ენერგორესურსების იარაღად გამოყენებას. ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო და დასავლეთმა მოსკოვს სანქციებით უპასუხა, რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო.
წყარო: ipn.ge