საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 15 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანს ამჟამად საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს, თუმცა არის მცდელობაა დერეფნის სუსტი მონაკვეთების გამოვლენა მოხდეს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს.
ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ რუსეთიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტების შემოწმება.
„ჩვენ შეგვიძლია რამდენჯერმე გავზარდოთ ტვირთამწეობის მოცულობა. 2030 წლისთვის იგეგმება 15 მილიონი ტონა სარკინიგზო ტრანსპორტით მიწოდება. აქ ასევე აუცილებელია საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტის დამატება“, - განაცხადა მუსტაფაევმა.