„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG, რომლის ოფისიც შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, იძულებული გახდა ყველა თანამშრომელი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გერმანიაში გაზსადენის პროექტი გაყინვა და აშშ–ის მხრიდან კომპანიაზე დაკისრებული სანქციები გახდა.
კომპანიიდან სულ 140 თანამშრომელი დაითხოვეს.
კომპანიას სანქციები ვაშინგტონმა 23 თებერვალს დაუწესა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.