Christie's აუქციონის გაყიდვებმა 2022 წელს 7,2 მლრდ დოლარი, ხოლო კერძო გაყიდვებმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. აუქციონმა მთელი წლის განმავლობაში 45 000-ზე მეტი ლოტი გაყიდა.
სახვითი ხელოვნების, განსაკუთრებით 20-ე და 21-ე საუკუნეების, ნამუშევრების გაყიდვებმა 6.2 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც, გასულ წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდილი მაჩვენებლია; ძვირფასი ნივთების გაყიდვები 2%-ით გაიზარდა და $988 მილიონი შეადგინა, მაგრამ აზიური ხელოვნების ნიმუშების გაყიდვა 20%-ით, 397 მლნ დოლარამდე დაეცა.
2022 წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ნამუშევრებს შორის იყო:
- ენდი უორჰოლის Shot Sage Blue Marilyn-ი, რომელიც 195 მლნ დოლარად გაიყიდა და ამით მან ყველაზე ძვირად გაყიდულ მე-20 საუკუნის ნამუშევრებს შორის მეორე ადგილი დაკავა. ამ მხრივ რეკორდსმენი 2017 წელს 450 მლნ დოლარად გაყიდული სალვადორ მუნდის „დაკარგული ლეონარდოა“, რომელიც როგორც The Guardian-ი წერს, შესაძლოა სულაც არ არის ორიგინალი;
- ჟორჟ სეურატის Les Poseuses, Ensemble-ი (1888) - 149,2 მლნ დოლარი;
- სეზანის La Montagne Sainte-Victoire (1888-1890) - 137,8 მლნ დოლარი;
- გუსტავ კლიმტის „არყის ტყე“ (1903) - 104,6 მლნ დოლარი;
- კლოდ მონეს „მზის ჩასვლა“ - 75,9 მლნ დოლარი.
2022 წელს Christie's კონკურენტი აუქციონის სახლის Sotheby's-ის გაყიდვებმა 7,4 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო შედარებით მცირე აუქციონის სახლის Phillips-ის გაყიდვებმა 1,3 მლნრ დოლარი.