ჟენევაში გაყიდიან ყველაზე დიდ თეთრ ბრილიანტს, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ძვირფას ქვას სააუქციონო სახლი Christie's გაყიდის. ბრილიანტის წონა 228,31 კარატია. მას „კლდეს“ უწოდებენ. ექსპერტების ვარაუდით, ბრილიანტი 30 მილიონ დოლარად გაიყიდება.
მასთან ერთად ვაჭრობაზე ყვითელ ბრილიანტს გაყიდიან, რომელსაც „წითელი ჯვრის ბრილიანტი“ ეწოდება. მისი წონა 205, 07 კარატია. აუქციონზე მიღებული თანხის ნაწილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში გადაირიცხება.
ვაჭრობა 11 მაისს გაიმართება.