Christie's სკანდალი -  15-დან 20 მილიონ დოლარამდე შეფასებული ტირანოზავრის ჩონჩხის გაყიდვა გაუქმდა

Christie's სკანდალი - 15-დან 20 მილიონ დოლარამდე შეფასებული ტირანოზავრის ჩონჩხის გაყიდვა გაუქმდა

access_time2022-11-27 23:00:09

Christie's-იმ, ჰონგ კონგში დაგეგმილ აუქციონზე, ტირანოზავრ რექსის ჩონჩხის გაყიდვა გააუქმა. ამის მიზეზი გახდა ეჭვები იმის შესახებ, რომ ტირანოზავრის რამდენიმე ძვალი რეპლიკა იყო. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს.

 

ტირანოზავრ რექსის, მეტსახელად „შენის“, აუქციონი, რომელიც 15-დან 20 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული, 30 ნოემბერს იყო დაგეგმილი. ლოტი აუქციონიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც Christie's-ს Black Hills-ის გეოლოგიური კვლევის ნამარხების ინსტიტუტმა გაუგზავნა კითხვები „შენის“ ძვლებსა და იმ ტირანოზავრების ჩონჩხის ძვლებს შორის მსგავსებაზე, რომელიც აუქციონის სახლმა 2020 წელს გაყიდა.

 

2020 წელს, Christie's-იმ ტირანოზავრი „სტენი“ რეკორდულ 31,8 მილიონ დოლარად გაყიდა. მაშინ Black Hills-მა ტირანოზავრის ჩონჩხზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება შეინარჩუნა. იურიდიული შეთანხმება Christie's შესაძლებლობას აძლევდა, რომ გაეგრძელებინა ჩონჩხის დაახლოებით 100 მოხატული ასლის გაყიდვა 120 000 დოლარად, მათ შორის სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში.

  


Black Hills-ის პრეზიდენტმა, პიტერ ლარსონმა New York Times Sunday-ს განუცხადა, რომ „შენის“ თავის ქალა სტენის თავის ქალას ჰგავდა, მათ შორის მსგავსება იყო ისეთ უნიკალურ დეტალებში, როგორიცაა ხვრელები ქვედა მარცხენა ყბაში.

 

„ისინი „სტენს“ იმ დინოზავრის გასაყიდად იყენებენ, რომელიც სტენი არ არის,“ განაცხადა პიტერ ლარსონმა კრისტის აუქციონის გაუქმებამდე ცოტა ხნით ადრე.“

 

მიმდინარე წლის მაისში, Christie's-იმ 12,4 მილიონ დოლარად გაყიდა დეინონიქსის ნაშთები, რომელიც პოპულარული გახდა ფილმში „იურული პერიოდი“. პალეონტოლოგები ამ ტენდენციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. თუ ასე გაგრძელდა მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ისტორიის ნიმუშები შესაძლოა კერძო საკუთრებაში გადავიდეს და ისინი მკვლევრებისთვის მიუწვდომელი გახდეს.


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

თეგები:
Christies



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up