რა ღირს ჩურჩხელა წინასაახალწლოდ და როგორია არჩევანი?

რა ღირს ჩურჩხელა წინასაახალწლოდ და როგორია არჩევანი?

access_time2022-12-27 16:30:57

რა ღირს საქართველოში საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ნუგბარი ჩურჩხელა და როგორია მოთხოვნა დღესასწაულის წინა დღეებში. „კომერსანტი“ წინასაახალწლოდ ქართული ნუგბარის მწარმოებელ კომპანიებს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, საახალწლოდ ჩურჩხელის ფასი 2,50 ლარიდან 9 ლარამდეა.


კომპანია „ხურჯინის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, სანდრო ხაჯალიას თქმით, მათთან ჩურჩხელის ფასი 2,50 - 5 ლარის ფარგლებშია.


„ჩვენ ბაზრის პრინციპით არ ვმუშაობთ და საახალწლოდ ფასებს არ ვცვლით. სტანდარტულად, რაც მთელი წლის განმავლობაში გვაქვს, იმ ფასებს ვინარჩუნებთ, გვაქვს დასავლეთის ჯანჯუხები, აღმოსავლეთის კახური ჩურჩხელა, ასევე  ჩვენ ასორტიმენტშია თხილიანი, თაფლიანი და ნიგვზიანი ჩურჩხელები.


საახალწლოდ მომხმარებელს ვთავაზობთ საახალწლო „ბოქსებსაც“, რომლის ფასი 20 ლარიდან იწყება და შიგთავსის მიხედვით იზრდება, ყველა ბიუჯეტზე მორგებული „ბოქსი“ გვაქვს.


რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც ახალ წელს შეეფერება, მაღალია. გვყავს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული მომხმარებელიც“, - აღნიშნა სანდრო ხაჯალიამ.


„ჩირიფრუტს“  ჩურჩხელის საკმაოდ ფართო  ასორტიმენტი აქვს,  მათ  შორისაა მარწყვის და ალუბლის ჩურჩხელები. როგორც კომპანიის დირექტორმა სოფო ჯიქიამ „კომერსანტს“ უთხრა, მათთან ჩურჩხელის ფასი 5,50 ლარიდან იწყება და 8,50 ლარამდე ადის.



„ჩვენ ჩურჩხელის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გვაქვს, დაწყებული ალუბლის და მარწყვის ჩურჩხელით,  ასევე  ტრადიციული თხილის,  ნიგვზის ჩურჩხელებით დასრულებული, ძალიან ბევრი სახეობა გვაქვს და ფასებიც  მრავალფეროვანია, მაგალითად რქაწითელზე დამზადებული თხილის  ჩურჩხელა 5,50 ლარი ღირს, ალუბლის და მარწყვის  ჩურჩხელა 8,50 ლარი, ხოლო რქაწითელზე დამზადებული ნიგვზის  ჩურჩხელა 6,50 ლარი ღირს.


წელს მოგვიწია ფასების დაკორექტირება, გამორიცხულია რომ ფასების ზრდა არ ყოფილიყო, თუმცა საკმაოდ ადეკვატური ფასები გვქონდა. საახალწლო პერიოდში ერთიანად იცის  ხოლმე  მოძალება, მიუხედავად იმისა, რომ  ორი  თვით  ადრე  ვიწყებთ მზადებას და  შეთავაზებებს,  ბოლო დღეებში  ხდება შეკვეთა, შესაბამისად , ფასები  შრომასთან და შეთავაზებასთან მიმართებაში ადეკვატურია.


რაც შეეხება შეთავაზებებს,  იცით,  რომ  როგორც  ჩურჩხელის მიმართულებით, ასევე სასაჩუქრე შეფუთვების მიმართულებითაც ფართო არჩევანი გვაქვს, მომხმარებელს  ვთავაზობთ  როგორც მსუყე, ასევე საკმაოდ ბიუჯეტურ  სასაჩუქრე ყუთებსაც“, - აღნიშნა სოფო ჯიქიამ.


„ბადაგში“ ტრადიციული  ჩურჩხელის  ფასი 3,90 ლარიდან იწყება და 4,90 ლარამდე ადის, ბადაგი მომხმარებელს ასევე  მინი  ჩურჩხელასაც სთავაზობს.  რომლის  ფასი 1,50 ლარია.






 თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up