1500 დოლარზე გაყიდული ფართის მეპატრონე და რუსი ინვესტორის ახალი გეგმები - კომერსანტის ექსკლუზივი avocado.ge-ს სკანდალზე

1500 დოლარზე გაყიდული ფართის მეპატრონე და რუსი ინვესტორის ახალი გეგმები - კომერსანტის ექსკლუზივი avocado.ge-ს სკანდალზე

access_time2022-08-23 08:55:57

ჯანსაღი კვების რაციონის შედგენა, ჯანსაღი დეტოქს კოქტეილები - სწრაფი მიტანის სერვისის მიტანის კომპანია ავოკადო ჯი , სოციალური ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო სკანდალში გაეხვა და მისი რეპუტაცია ეჭქვეშ დადგა. ოფიციალური განცხადებით, ფართის მეპატრონე თვითნებურად შეიჭრა Avocado.ge-ს მიერ დაქირავებულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაბამისად, ყველა ინვენტარი, ჩამოწერილი საკვები პროდუქტები და ნივთები ეზოში იყო გამოტანილი.  ფართის მეპატრონემ თავად გადაიღო ვიდეოკადრები და გაავრცელა სოციალურ ქსელში.  


Avocado.ge-ს მენეჯმენტი ამბობს, რომ აღნიშნული კადრების გავრცელების მიზანი Avocado.ge-სრეპუტაციის შელახვა იყო. მათივე თქმით, ობიექტზე კომპანიის წარმომადგენლების არყოფნის პერიოდში, ფართის მესაკუთრემ გადაწყვიტა Avocado.ge-ს იმიჯის სრულად განადგურება და გადაიღო კადრები, სადაც ასახული იყო გარეთ გამოტანილი ინვენტარი, ჩამოწერილი საკვები პროდუქტები და ა.შ. Avocado.ge-სმენეჯმენტი აცხადებს, რომ ფართში შეჭრის მიზანი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის იძულება, რადგან ბატონ გ.ქ.-ს გამოუჩნდა რუსი მეიჯარე, რომელიც აღნიშნულ ფართში 1500 დოლარით მეტს სთავაზობდა. Avocado.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯიმშერ მურადოვი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საიჯარო ხელშეკრულება ფართის მეპატრონის რიგი მიზეზების გამო, საჯარო რეესტრში ამ დრომდე ვერ დარეგისტრირდა. სწორედ ამიტომ გ.ქ.- მ თამამად მისცა თავს უფლება, 15 აგვისტოდან შეჭრილიყო იჯარით გაცემულ ფართში და იქ Avocado.ge-ს კომპანიის წარმომადგენლები აღარ შეეშვა.




„კომერციული ფართი, რომელიც 5 წლის ვადით გვქონდა იჯარით აღებული, აქედან 1,5 წლის განმავლობაში აღნიშნული ფართით უკვე ვსარგებლობდით და ამ 1,5 წლის განმავლობაში ფართში ვიხდიდით  ქირას 2714 დოლარის ოდენობით, ფართი აღჭურვილია ყოველგვარი ინვენტარითა და ყველა სამუშაო პირობით. თუმცა ჩვენი ფართის მეპატრონემ გადაწყვიტა რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანზე ფართის გაქირავება, თითქმის გაორმაგებული თანხით. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევთანხმდით, რადგან ფართი 5 წლით ჩვენ განკარგულებაში უნდა ყოფილიყო. მან მიმართა რადიკალურ ზომებს - სარემონტო სამუშაოების პროცესში შემოიჭრა , დაკეტა კარი და ნაგავი გასაყიდ პროდუქციად წარმოაჩინა.“- აღნიშნა ჯიმშერ მურადოვმა.

 

მურადოვის თქმით, ფართის მეპატრონემ avocado.ge - სთან ურთიერთობა თავიდანვე თაღლითურად დაიწყო. მას წინა მოიჯარესთან ხელშეკრულება არ ქონდა ოფიციალურად გაწყვეტილი, შესაბამისად avocado.ge-მ ვერ მოახერხა რეესტრში ოფიციალურად დაერეგისტრირებინა ფართი, როგორც მეიჯარეს. თუმცა ყველა საბუთი ნოტარიულად დაამოწმებინეს და ორი თვის თანხა წინასწარ გადავიხადეს.

 

„როდესაც საჯარო რეესტრში მივედით დასარეგისტრირებლად აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულება არ რეგისტრირდება, რადგან ამ პიროვნებას წინა მეიჯარესთან არ ჰქონდა გაწყვეტილი კონტრაქტი. ამ ადამიანს ამის შემდეგ ინტენსიურად ვახსენებდით, მაგრამ დრო ისე გაფრინდა, რომ არანაირი შედეგი არ დამდგარა. თან ჩვენი ხშირი  მომხმარებელი იყო, ვმეგობრობდით და მოხდა ისე, რომ როცა ხელშეკრულების განახლებას ვახსენებდით დროს სულ გვიწელავდა. შემდეგ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოში ბევრი გადამხდელუნარიანი ადამიანი ჩამოვიდა. სავარაუდოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში, ამ ადამიანს მობილიზებული ჰყავდა მომხმარებელი და  ხელსაყრელ მომენტს ელოდა.

ჩვენ ჩვენი მხრივ განცხადება გავავრცელეთ და საზოგადოებას არსებული ვითარების შესახებ ვაცნობეთ. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ვიდეომიმართვის გავრცელებას. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ გამჭვირვალე და უფრო მაღალი სტანდარტის სერვისი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ახალი ფართი უკვე ვიპოვეთ და  თითქმის მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა . ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე განვაახლოთ მუშაობა. ვფიქრობთ, ყველა თავად დარწმუნდება ჩვენს სიმართლეში  და ისევ მოვიპოვებთ ჩენი მომხმარებლების ნდობას. Avocado.ge-ს გუნდი აქტირუად გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან და მზადდება სამოქალაქო სარჩელი.“- აღნიშნა ჯიმშერ მურადოვმა.





 როგორც avocado.ge -ს იურისტი გიორგი ანთაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე avocado-სთან ერთად ამზადებს სარჩელს და აგროვებს მტკიცებულებებს და როდესაც ყველა მტკიცებულება იქნება მოგროვებული, უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს.

 

„მოვითხოვთ შესაბამისი ფაქტის უარყოფას იმავე წესით და იმავე ფორმით როგორც იყო გავრცელებული და რა  თქმა უნდა ზიანის ანაზღაურებას“ -  აღნიშნა  გიორგი ანთაძემ.

 

 როგორც „კომერსანტთან“ ფართის დამქირავებელი რუსეთის მოქალაქე სერგეი აბრამოვი აღნიშნავს მისი ინფორმაციით არსებული ფართის მეპატრონეს დარეგისტრირებული ჰყავს უცხოელი ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს ქვეყნიდან წავიდა და შესაბამისად ისევ ის ადამიანია რეგისტრირებული აღნიშნულ ფართზე.

 

„რა ინფორმაციაც მე მაქვს, იქ ფართის მეპატრონეს დარეგისტრირებული ჰყავს უცხოელი ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს წავიდა და ძველებურად ისევ ის  ადამიანია ამ ფართზე რეგისტრირებული. ფართის მეპატრონე ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ეს რეგისტრაცია გაუქმდეს.

 

მე კარგად არ ვიცი ქართული კანონმდებლობა, მაგრამ რაც ამ დროისთვის ვიცი, როგორც იურისტები ამბობენ ჩვენ შეგვიძლია ხელშეკრულების გაფორმება და რეგისტრაცია კი მოგვიანებით გაკეთდება,“ -  აღნიშნა სერგეი აბრამოვმა.   


 

 როგორც აბრამოვი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს ის აღნიშნულ ფართში რესტორნის გახსნას გეგმავს, რომელსაც ვან გოგი ერქმევა და რესტორანი მხატვრის სტილისტიკით იქნება გაფორმებული.

 

Avocado.ge -ს გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასება „კომერსანტმა“ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტს შოთა ბურჯანაძეს  სთხოვა, როგორც მან აღნიშნა, ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც ორგანიზაციას ყოველგვარი აპელაციის გარეშე ადანაშაულებენ იმაში, რომ თითქოსდა იქ რამე ცუდი ხდება.


 

“ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც ყოველგვარი აპელაციის გარეშე დაადანაშაულეს ორგანიზაცია იმაში, რომ იქ რაღაც ძალიან ცუდი კეთდება, არ მოხდა წინასწარ იმის შესწავლა თუ რა პროცესი იყო, დახურული იყო თუ არა რესტორანი და მომხმარებელს რომელსაც გამოხატული ჰქონდა ნდობა ოპერატორის მიმართ სრულიად უგულებელყოფილი იქნა.

 

შესაბამისად ამით მხოლოდ და მხოლოდ  ჩრდილი მიადგა ობიექტს და არასწორი  ინფორმაციით  შეიძლება, რომ ბიზნესი მთლიანად დაინგრეს  და იმ დროს როდესაც ასეთი  რთული პერიოდი აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს, ასეთი  უაპელაციოდ  განმარტებების მიცემა წარმოუდგენელია,  თქმა უნდა  ყოველგვარი  კითხვის გარეშეა  რომ ადამიანის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა უნდა იყოს დაცული და შესაბამისი პირობები უნდა იყოს ყოველთვის შექმნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა უაპელაციოდ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ორივე მხარის მოსმენის გარეშე უაპელაციოდ განმარტებების მიცემა ფართო საზოგადოებისთვის წარმოუდგენელია“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



„კომერსანტი“ ფართის მეპატრონესთან გ.ქ— სთან დაკავშირებასაც  შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up