„ჩვენ დღეს ეფექტიანი მკურნალობა გვაქვს“

„ჩვენ დღეს ეფექტიანი მკურნალობა გვაქვს“

access_time2022-07-08 09:00:00

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად გაათმაგდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.


„აქ რამდენიმე ფაქტორია გამომწვევი. ერთი ის, რომ მსოფლიოში და ევროპაში მატების ტენდენციაა. ახლა მოგზაურობის პერიოდია, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში დაინფიცირდა და იქიდან ჩამოვიდა ინფიცირებული. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ნელ-ნელა, დრო რომ გადის, ძალას კარგავს იმუნიტეტი, რომელიც „კოვიდის“ მიმართ მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულ ფენას ჰქონდა გამომუშავებული, ზოგს ვაქცინაციის შედეგად, ხოლო ზოგს გადატანილი და არაერთგზის გადატანილი კოვიდინფექციების შედეგად. შესაბამისად, იმუნური ფენა რომ მცირდება, ესეც ხელს უწყობს შემთხვევების მატებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.


მისი თქმით, „ბი ეი 5“ ქვეშტამი უკვე საქართველოშიც დომინანტია.


„ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმის, რომ შემთხვევები იმატებს. ამ ქვეშტამებს აქვთ მეტი უნარი, რომ დაუსხლტნენ იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ გამომუშავებული „დელტა“ შტამის, ან „ომიკრონის“ „ბი ეი 1“-ის და „ბი ეი 2“-ის მიმართ. გარდა ამისა, ამ ბოლო შტამს, „ბი ეი 4“-სა და „ბი ეი 5“-ს ახასიათებს უფრო მეტი გადამდებლობა და უფრო იოლი გავრცელება, ვიდრე „ომიკრონის“ წინა შტამებს ახასიათებდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.


„კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს რჩევა მისცა, სიმპტომების შემთხვევაში, კოვიდტესტი გაიკეთონ, რაც შეიძლება ჩქარა შედგეს კომუნიკაცია ოჯახის, ან ონლაინკლინიკის ექიმთან და შესაძლოდ მალე დაიწყონ მკურნალობა „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“, რომლით მკურნალობაც უკეთესია პირველ სამ დღეში – პირველ, მეორე და მესამე დღეს.


„პაქსლოვიდი ან რემდესივირი უნდა მიიღონ 65 წელს ზემოთ ასაკის პირებმა, იმის დამოუკიდებლად, სიმძიმე როგორია და აქვთ თუ არა სხვა დაავადებები; მეორე, მათ, ვინც არის 65 წელს ახალგაზრდა, მაგრამ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, იქნება ეს გულსისხლძარღვთა სისტემა, ფილტვის, ნერვული სისტემის და განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იმუნოსუპრესიული მდგომარეობები. მხოლოდ ამათ უნდა მიიღონ, სხვებს არ სჭირდება და კიდევ, მსოფლიო და ჩვენს გაიდლაინში ჩაწერილია შემთხვევები, რომ როდესაც ავადმყოფი არც ერთ ამ ჯგუფს არ ეკუთვნის, მაგრამ დაავადება მძიმედ მიდის. თუ სამი დღე ნარჩუნდება 38-ზე მეტი ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივ სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, აი, მაშინ უნდა მიიღოს „პაქსლოვიდი“, ოღონდ ექიმის გადაწყვეტილებით. ჩვენ ასე ვიქცევით და ჯერჯერობით, წარმატებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.



მისი თქმით, საქართველოს დღეს აბსოლუტურად ეფექტიანი მკურნალობა აქვს.


„ჩვენ დღეს ეფექტიანი მკურნალობა გვაქვს, აბსოლუტურად ეფექტიანი. ბოლო პერიოდში ისეთი მძიმე და დამძიმების პროგნოზის მქონე პაციენტები გადარჩნენ დროზე დაწყებული მკურნალობით, ეს რომ მოსახლეობამ გაითავისოს და გაიაზროს, ერთი კაცი არ დარჩება ისეთი, ვისაც სიმპტომები დაეწყება და ტესტს არ გაიკეთებს. ეს არის გარანტია, ადამიანებო, მოქალაქეებო, თანამემამულეებო, რომ თქვენ არ დამძიმდეთ, არ განიცადოთ ის კოშმარი, რასაც ჰქვია რეანიმაცია და არ დადგეს ლეტალური შედეგი“, – განაცხადა ცერცვაძემ.


თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის განწყობილი ზომების მისაღებად, არც ვაქცინაცია შეიმჩნევა, არც პირბადის ტარების ტენდენცია და ამიტომ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობას სერიოზულად ვერ შევზღუდავთ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, ექსპერტთა საბჭომ მიმართოს საკოორდინაციო საბჭოს, მთავრობას, რომ პირბადის დახურულ სივრცეში ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, საბჭომ მიმართოს, თუმცა მთავრობაში ამაზე ერთგვაროვანი აზრი არ არის, ვინაიდან საზოგადოების დაკვეთაა, პირბადეები არ დაბრუნდეს, ვაქცინაციაც არ გაძლიერდეს და ეს რეგულაციები რომც გამოვიდეს, ისინი სათანადოდ არ შესრულდება.


„ამიტომ, მე პირადად, პირადი გამოცდილების საფუძველზე მიმაჩნია, რომ ჩვენ სერიოზულად ვერ შევზღუდავთ შემთხვევების რაოდენობას. მაშინ რა ვქნათ?! – უნდა გავაძლიეროთ მეორე მხარე. ის, რომ სერიოზულად შევზღუდოთ და დღევანდელივით მინიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნოთ სიკვდილობა. იმიტომ, რომ დამეთანხმებით, ოჯახებისთვის მტკივნეული „კოვიდით“ გარდაცვალების შემთხვევებია, თორემ თუ ადამიანმა „კოვიდი“ სერიოზული დამძიმების, გართულების და მით უმეტეს, გარდაცვალების გარეშე გადაიტანა, ის მას ავიწყდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.


თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული მოსაზრება, რომ „ომიკრონის“ ბოლო შტამების სამიზნე ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებსაც ამ დრომდე არც ერთი შტამი არ გადაუტანიათ, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ეს ნაწილობრივ მართალია, რადგან ბუნებრივია, ვისაც არც ერთი შტამი არ გადაუტანია, მას იმუნიტეტი საერთოდ არ აქვს და ისინი უფრო მოწყვლადი არიან, მაგრამ ეს აბსოლუტური არ არის.


მისივე თქმით, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ უფრო სერიოზული შტამი არ გამოჩენილა და ეს იძლევა იმედს, რომ შესაძლოა, ეს პანდემია სწორედ „ომიკრონის“ შტამით დამთავრდეს.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up