„ჩვენ გადავასწარით 2019 წლის მონაცემებს - ეკონომიკა 2019 წელთან შედარებითაც გაიზარდა“ – ლევან დავითაშვილი

„ჩვენ გადავასწარით 2019 წლის მონაცემებს - ეკონომიკა 2019 წელთან შედარებითაც გაიზარდა“ – ლევან დავითაშვილი

access_time2022-06-10 20:00:00

„თურქული ბიზნესწრეების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოში მიმდინარე რეფორმებით და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოთი,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქეთი - საქართველოს ბიზნეს ფორუმზე „ჩვენებურები“ სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, 2021 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში ინვესტიციები 65 მლნ დოლარს შეადგენდა და თურქეთი მე-4 ადგილზე იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მიმზიდველობას თურქულ ბიზნესწრეებში.


ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენებმა თურქეთიდან, რომელთა დიდი ნაწილიც ქართული დიასპორის წარმომადგენლები არიან. ფორუმი გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი. ბიზნესფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ისტორიული დიასპორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარებაზე.


საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების შეფასებისას ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ შეძლო პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.


„ჩვენ გადავასწარით 2019 წლის მონაცემებს - ეკონომიკა 2019 წელთან შედარებითაც გაიზარდა. გასულ წელს 10.4% იყო მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა. მიმდინარე წელს მიუხედავად რეგიონში შექმნილი გამოწვევებისა, დადებითი ტენდენციები გრძელდება და, პირველი ოთხი თვის შედეგებით ორნიშნა, 10.6%-იან ზრდას ვინარჩუნებთ,“ - განაცხადა მან.


ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძალიან მტკიცე მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის.


„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები აკავშირებს, რაც თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოვიყენოთ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის კიდევ უფრო გასაზრდელად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მისი თქმით, პანდემიის აფეთქების პირველი დღეებიდან დაწყებული, თურქეთი მყისიერად ეხმარებოდა საქართველოს.



„გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თურქეთის მხარეს ამ კუთხით პანდემიასთან ბრძლოს პრიობებში აღმოჩენილი დახმარებისთვის, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველო ინვესტორებს კიდევ უფრო დივერსიფიცირებულ და მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს.


„აღსანიშნავია ისეთი მიმართულებები, რომლებიც კარგადაა შესწავლილი და გამოკვეთილია, რომ აქ არსებობს ბიზნესის კეთების საკმაოდ დიდი ინტერესი. ესენია: საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, პროცესების აუთსორსინგი, ესენია ძალიან დინამიური, სწრაფად მზარდი მიმართულებები. მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გვაქვს ლოგისტიკისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით, ასევე ელექტრონაწილების, ავტონაწილების, ტანსაცმლისა და სხვა ტიპის წარმოების მიმართულებით. ამასთან, ინვესტორებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის წამახალისებელ მექანიზმებს, როგორიცაა სესხის თანადაფინანსება, თანაუზრუნველყოფა, პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებისას საგრანტო მხარდაჭერა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შესაბამისად, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, და სხვ,“ - განაცხადა მინისტრმა.


ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო არასდროს ყოფილა ისეთი კონკურენტული და დივერსიფიცირებული, როგორც დღესაა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ნაყოფიერი მუშაობით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები გაგრძელებას პოვებს უკვე ბიზნესებს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარებასა და ახალი, ამბიციური და ინოვაციური ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაში.


„ეჭვგარეშეა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ძალიან დადებით გავლენას ახდენს თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული 2007 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელმაც ქვეყნებს შორის სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და ურთიერთობები თანამშრომლობის ახალ საფეხურზე აიყვანა. ხაზგასასმელია, რომ ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატების მიზნით თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, დასრულების ეტაპზეა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ამ კომპლექსური თანამშრომლობის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი თვისობრივ-ხარისხობრივი განახლება გვექნება,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


თავის გამოსვლაში, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რაც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.


„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა წაახალისებს ინვესტიციებს ორივე მხრიდან და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ექპორტის კიდევ უფრო ზრდას. ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით და ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ევროკავშირის ბაზარზე ჰქონდეს კონსოლიდირებული, კოორდინირებული წვდომა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


ოფიციალური მისალმებების შემდეგ, პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და სამეწარმეო შესაძლებლობებისა და ქართულ - თურქული ეკონომიკური თანამშრომლობის წარმატებული შედეგების შესახებ გააკეთეს საქართველოსა და თურქეთის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და სხვ.


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up