„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე“

„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე“

access_time2022-10-06 21:00:00

„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე და ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ექსპორტის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით“", - განაცხადა განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ხელშესახები შედეგები გვაქვს, - კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით დაფარულ ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტი გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება - 2021 წელს, 2014 წელთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტის 57%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ჩინეთში, შეთანხმების ამოქმედებიდან - 205%-ით, ხოლო ჰონგ-კონგში - შეთანხმების ამოქმედებიდან - 79%-ით გაიზარდა.


„ევროკავშირში ექსპორტის ზრდის პარალელურად, დაიწყო სრულიად ახალი პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ცხოველების ავეჯი და საკვები. ასევე შეიქმნა სათამაშოების წარმოების სექტორი და გარდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისა, ხდება სათამაშოების ექსპორტი ევროკავშირში; 30-ზე მეტი ქართული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ექსპორტს ევროკავშირში. მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქართული კომპანიების რაოდენობა, რომელთაც პროდუქცია ევროპაში გააქვთ - 2014 წელთან შედარებით, 2021 წელს ასეთი კომპანიების რაოდენობა 71 პროცენტით გაიზარდა და 962 კომპანია შეადგინა. აღსანიშნავია, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებია, ამასთან, ბევრი მათგანი ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. მისი თქმით, სწორედ პოლიტიკის ჰარმონიზაციაა ის წინაპირობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულფასოვნად გამოვიყენოთ DCFTA-ით გათვალისწინებული პრივილეგიები. 2027 წლის ჩათვლით, სულ ჯამურად მოხდება 309 აქტთან დაახლოება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საჯარო შესყიდვების, საბაჟო და მომსახურების სფეროებში.



მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის შესყიდვების ბაზარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ევროკავშირის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში გამოცხადებულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით. 2022 წლის 9 სექტემბერს ხელი მოეწერა საქართველო - თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ორ მნიშვნელოვან ოქმს - ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციასა და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებასთან დაკავშირებით.


„ამოქმედდა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაცია. შედეგად უკვე შესაძლებელია თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს ბაზარს ინვესტორებისთვის. უკვე გაიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც დადებითად დასრულდა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა სამ რაუნდში დაასრულონ მოლაპარაკებები და 2023 წლის გაზაფხულზე შეთანხმება მზად იყოს ხელმოსაწერად. აღნიშნულის შედეგად, საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება ინდოეთთან, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზნით კი მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up