ივენთების ორგანიზატორი კომპანიები რეგულაციების უმძიმესი წნეხის ქვეშ რჩებიან

ივენთების ორგანიზატორი კომპანიები რეგულაციების უმძიმესი წნეხის ქვეშ რჩებიან

access_time2021-09-28 14:00:46

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, თუმცა შეზღუდვების მოხსნა და შემსუბუქება არ შეხებია ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს. როგორია ქორწილებისა და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების მდგომარეობა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ კომპანია Malibu Flowers-ის თანადამფუძნებელმა ლიკა ჯიღაურმა ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, კომპანიის მდგომარეობა 2020 წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა წელსაც მაღალია და ქვეყანაში არსებული რეგულაციები ივენთების ჩატარების საშუალებას არ იძლევა.

 

 

„მოლოდინი იმისა, რომ ამდენი ხნის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდებოდა ნამდვილად გვქონდა, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქება ჩვენ გარდა ყველას შეეხო. სიტუაცია ისევ ისეთია, როგორც გასულ წელს. ამ ეტაპზე სახელმწიფომ ღია ცის ქვეშ ათ პერსონამდე შეკრება დაუშვა, თუმცა რაც შეეხება ვაქცინირებულ მოსახლეობაზე ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას, ამ საკითხზე ჩვენც ვფიქრობთ და თუ ამაზე შეჯერება მოხდება, ძალიან კარგი იქნება, რადგან ჩვენ სფეროში მომუშავე ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ფაქტობრივად გაჩერებულია, ჩვენ აღარ გვაქვს იმ ტემპში მუშაობის შესაძლებლობა, რაც პანდემიამდე გვქონდა“, - აღნიშნა ლიკა ჯიღაურმა.

 



ლიკა ჯიღაურმა წყვილების მიმართვიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყვილების რაოდენობა, რომლებსაც ქორწილის გადახდა სურთ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაცილებით მაღალია, რადგან ეს ადამიანები რეგულაციების მოხსნას ელოდებიან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან მომართვიანობას, ლიკა ჯიღაური ამბობს, რომ მაშინ, როდესაც უცხო ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეს კარანტინს სთხოვდნენ, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა ორი ადამიანისგან შემდგარ ქორწილზე მოთხოვნა უცხოელების მხრიდან არის.

 

 

„შეიძლება ითქვას რომ მომართვიანობა გაზრდილიც არის, რადგან იმ წყვილების რაოდენობა, რომლებიც რეგულაციების შემსუბუქებას ელოდებიან, იზრდება, შესაბამისად პანდემიამდელ პერიოდზე მაღალი გამოდის. რაც შეეხება უცხოელი წყვილებისგან მომართვიანობას, იმ პერიოდში როდესაც რამდენიმე ქვეყანამ ჩვენსა და მათ შორის მიმოსვლა დაუშვა წყვილები შემოდიოდნენ თუმცა მათი რაოდენობა არ იყო იმ მასშტაბების რაც პანდემიამდე გვქონდა, რადგან როგორც წესი უცხოელ წყვილებს სტუმრების გარკვეული რაოდენობა მოჰყვება, აქედან გამომდინარე სიტუაცია ცოტა რთლად იყო. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მხოლოდ ტესტების ჩაბარებაა საჭირო. აქამდე კარანტინი აფერხებდა პროცესს. რაც შეეხება ორი ადამიანისგან შემდგარ ქორწილს ამ მიმართულებით წყვილებისგან მოთხოვნა გვქონდა თუმცა არა ისეთი როგორსაც ველოდით“, - აღნიშნა ლიკა ჯიმღაურმა.



დღეს მოქმედი შეზღუდვებით საქართველოში რესტორნებში ერთ მაგიდასთან 6 ადამიანი დაიშვება, მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი. გარე სივრცეში კი მხოლოდ 12 ადამიანის შეკრებაა შესაძლებელი.



თაკო კვაჭანტირაძე 


თეგები:
Malibu Flowers



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up